10 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ახალშობილებზე
ბავშვის დაბადება თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მოვლენაა.
აქ არის ჩამოთვლილი ათი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, რომლებსაც ახალი მშობლები ხშირად სვამენ.
1. იღებს თუ არა ჩემი ბავშვი საკმარის რძეს?
ჩვილები ჭამენ სხვადასხვა ტემპით, ზოგი მოითხოვს მოკლე და ხშირ კვებას, ზოგი მეტს ჭამს და დიდ შუალედებს აკეთებს, მაგრამ ზოგადად, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ იმდენჯერ, რამდენადაც იგი ითხოვს, ის მოიმატებს შესაბამისად და დაასველებს და გაჭუჭყავს დიდი რაოდენობით საფენებს. გარდა ამისა, თუ მას კარგად სძინავს, რეგულარულად ჭამს და ბედნიერია, როდესაც ღვიძავს, ეს ნიშნავს, რომ ის საკმარის რძეს იღებს. ამასთან, გახსოვდეთ, რომ თუ ბავშვი ჭირვეულობს, შიმშილი ყოველთვის არ არის ამის მიზეზი.
2. ცხელა თუ სცივა ჩემს ბავშვს?
შეეცადეთ თქვენი ბავშვი კომფორტულ ტემპერატურაზე იყოს. 16-20 ° C ტემპერატურაზე საკმარისია მსუბუქი ბამბის ტანსაცმელი და რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ბავშვი, რომ დარწმუნდეთ, რომ არ სცხელა - ამის შემჩნევა მარტივად შეგიძლიათ მკერდზე ან კისრის უკან შეხებით. თუ კანი ძალიან ცხელი ან ოფლიანია, თხლად ჩააცვით, ან ერთი ფენა გახადეთ. თუ გრძნობთ, რომ ის ცივია და ჭირვეულობს, ჩააცვით თბილად.
3. ტანსაცმლის რამდენი ფენა უნდა ატაროს ბავშვმა?
რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია სეზონზე და ამინდზე. თავიდან რეკომენდებულია ჩვილს ჩააცვათ ერთ ფენაზე მეტი, თქვენთან შედარებით. მაგალითად, თუ თქვენ გაცვიათ ელასტიური ბამბის შარვალი , პერანგი და წინდები, მაშინ კომბინიზონი და ქვედა პერანგი შეიძლება საკმარისი იყოს თქვენი ბავშვისთვის. თუ გცივათ და პერანგის ზემოდან მაისურიც გაცვიათ, მაშინ ბავშვის ტანსაცმელსაც დაამატეთ ერთი ფენა. გახსოვდეთ, რომ ბავშვებს არასოდეს არ უნდა ეხუროთ ქუდი დახურულ სივრცეში და როდესაც სახლში დაბრუნდებით, გახადეთ თბილი ტანსაცმელი, მაშინაც კი, თუ ბავშვს სძინავს.
4. როდიდან შეგვიძლია ბავშვის გარეთ გაყვანა?
ბავშვის გაყვანა შეგიძლიათ როგორც კი მზად იქნებით, არ იჩქაროთ. თუ თქვენი ბავშვი ჯანმრთელია და კარგად გრძნობს თავს და არ გეშინიათ, პირველი კვირიდანვე შეგიძლიათ გასვლა, სუფთა ჰაერი აუცილებელიც კია. დაიწყეთ მოკლე გასეირნებებით
5. რა პროდუქტები გამოვიყენო ჩემი შვილის პირადი ჰიგიენისთვის?
გირჩევთ, არ გამოიყენოთ შაპუნები და ტანის მოვლის საშუალებები სულ მცირე, პირველი თვის განმავლობაში. ბავშვის კანი ძალიან გამტარი და მგრძნობიარეა და დასაწყისში საჭიროა მხოლოდ ონკანის წყალი. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ დამცავი კრემი, მაგრამ თავიდან აიცილეთ დამატენიანებელი საშუალებები, საპნები, შამპუნები და ა.შ.
6. უნდა გავაღვიძოთ ბავშვი გამოსაკვებად?
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, განაგრძეთ რეჟიმი პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში და აჭამეთ მისი მოთხოვნილების შესაბამისად. ასევე ღამის კვება მშვიდი და პატარა განათებით, რომ ასწავლოთ თქვენს ბავშვს დღე და ღამის გარჩევა.
თუ ბავშვი საკმარისად იმატებს წონაში და არ ითხოვს ღამის საკვებს, მაშინ მისი გაღვიძება არ არის საჭირო. თუ პირიქით, იგი ნელა იმატებს წონაში, აქვს სიყვითლე ან სხვა პრობლემები, გირჩევთ გააღვიძოთ ბავშვი ღამით, რათა უზრუნველყოთ კვება მისი საჭიროებების შესაბამისად და ესაუბრეთ ექიმს ამ პრობლემასთან დაკავშირებით.
7.რამდენი უნდა მოიმატოს ბავშვმა?
ახალშობილებში ხშირია ცხოვრების პირველ დღეებში წონის კლება. ისინი დაიწყებენ წონის მატებას, როგორც კი დედის რძეს მიიღებენ. ამ პირველ დღეებში თქვენ იქნებით ექიმის მეთვალყურეობისა და მზრუნველობის ქვეშ, სანამ წონის მომატებას არ დაიწყებს, და კვება არ დასტაბილურდება. ამის შემდეგ წონა, რომელიც მან უნდა მოიმატოს დაახლოებით 150-200 გრამი იქნება კვირაში პირველი ოთხი თვის განმავლობაში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზრდა ინდივიდუალური თითოეული ბავშვზე. თქვენი პედიატრი აუცილებლად გირჩევთ პატარას საჭიროებებთან დაკავშირებით.
8. რისი ჭამა / დალევა შეიძლება ძუძუთი კვების დროს?
კარგი ამბავი ის არის, რომ არაფერია განსაკუთრებული რისი ჭამაც გესაჭიროებათ ძუძუთი კვების პერიოდში, მოდუნდით. ნებისმიერ შემთხვევაში, საკვები, მრავალფეროვანი და დაბალანსებული უნდა იყოს, დიეტა აუცილებელია თქვენი კეთილდღეობისთვის, რადგან ახალი ნამშობიარებელი ხართ და პატარას უვლით. მოერიდეთ შაქრიან სასმელების ან ძალიან ბევრი კოფეინის მიღებას და გაითვალისწინეთ დამატებითი D ვიტამინის მიღება.
9. რისი გაკეთება შეუძლია მამას დედის დასახმარებლად?
ბავშვის დაბადება საინტერესო მომენტია და ცვლის ასევე მამის ცხოვრებას; მიუხედავად იმისა, რომ მას სურს დახმარება, მან შეიძლება იფიქროს, რომ ეს ყველაფერი დედის საქმეა, განსაკუთრებით ძუძუთი კვების დროს. ახალშობილზე ზრუნვის დროს ბევრი რამ არის გასაკეთებელი, გარდა კვებისა, მათ შორის მისი გაბანება, ჩაცმა, საფენის გამოცვლა, ჩახუტება, საწოლში ჩაწვენა. დაუთმეთ მამიკოს და პატარას შესაფერისი სივრცე და ნახავთ, რომ მათი კავშირი გამტკიცდება.
10. როდის დაიწყებს ჩვენი ბავშვი ღამით დაძინებას?
საუკუნის საკითხი! ეს დამოკიდებულია უამრავ რამეზე, როგორიცაა ბავშვის ასაკი, წონა, როგორ და რამდენი სძინავს დღის განმავლობაში, თვითდაწყნარების უნარი, გარემო, სადაც მას სძინავს და მშობლების მიდგომა. ზოგადად ნორმალურია ჩვილების გაღვიძება ჭამის დროს ან სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყურადღების მიქცევის გამო. ამის შემდეგ, თუ ბავშვის გამოღვიძება ღამით ხდება უმართავი, ესაუბრეთ პედიატრს, რადგან არსებობს მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს ძილის საათების გახანგრძლივებას ღამით.