lunedì 16 novembre 2020

რითი გავართოთ ბავშვები კარანტინში

კორონავირუსის საგანგებო სიტუაციის გამო, სამწუხაროდ, თითქმის ყველანი იძულებულები ვართ, სახლში ვიყოთ. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ეს  რთული მდგომარეობაა, რადგან ბავშვები ხშირად იწყენენ და ამ მომენტს აუცილებლად გამოიყენებენ ვიდეო თამაშებისთვის, სერიალებისა და მულტფილმების საყურებლად. ამიტომ ეს მომენტი შეიძლება  იყოს საუკეთესო  თქვენს შვილებთან დროის გასატარებლად, მათთან გასართობად რამდენიმე კონსტრუქციული თამაშის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების და წარმოსახვის განვითარებას.


1. დეკოპაჟი: დეკოპაჟის ტექნიკით შესრულებული ნაკეთობები ძალიან მარტივია. უბრალოდ შეარჩიეთ გასაფორმებელი საგანი (მაგალითად სკამი), ამოჭერით რამდენიმე სურათი (მშობლებს შეუძლიათ იზრუნონ ამაზე, უმჯობესია ბავშვებმა მაკრატელი არ გამოიყენონ). შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ტიპის ქაღალდი, თუნდაც ხელსახოცები, ქსოვილი, ბრინჯის ქაღალდი ან დაპრესილი ყვავილები. იპოვნეთ რაიმე ლამაზი კომპოზიცია და დააწებეთ იგი უკანა მხარეს, შემდეგ კი მთელ ზედაპირზე წებოს დახმარებით.


2. წიგნის გაცოცხლება: 
შეგიძლიათ წიგნის გახმოვანება სასაცილოდ , მაგალითად: გამოგონილ ენებზე ან ცხოველების და ფინველების ენაზე


3. პიკნიკი და კემპინგი: შეარჩიეთ თქვენი შვილების საყვარელი საჭმელი, და ისიამოვნეთ სასადილო ოთახში პიკნიკით იატაკზე ჯდომით, ან გააკეთეთ კემპინგის სიმულაცია ძველებური კარვის აშენებით, სკამების, ძველი საბნების და ბალიშების გამოყენებით.


4. შექმენით ვულკანი. ხელნაკეთი ვულკანის შესაქმნელად საჭიროა გამოიყენოთ  პლასტილინი და მისი ამოფრქვევისთვის საჭიროა ძმარი და სოდა.


5. მოაწყვეთ ბოიარდის შეჯიბრებები  მისაღებში ბალიშებით, გადაბრუნებული სკამებით, სავარძლებით. შეგიძლიათ სკოჩით შექმნათ სახიფათო კორიდორები.


6. შექმენით მძივები და სამაჯურები ძაფებით და მშრალი მაკარონით. შეგიძლიათ შეღებოთ მაკარონი, უფრო სახალისო რომ გამოვიდეს.


7. მოყევით გამოგონებული ისტორიები 
თუ ერთზე მეტი შვილი გყავთ და არიან დიდები  დაჯექით იატაკზე,  წრეზე და მორიგეობით მოყევით ახლად მოგონილი ამბები. შეგიძლიათ დახატოთ რაიმე და შემდეგ იმ ნახატზე შექმნათ ისტორია ( საუკეთესო გზაა ფანტაზიის სტიმულირებისთვის). 


8. კოვზზე დადეთ ბურთი, დაიჭირეთ პირით და შეეჯიბრეთ ვინც ყველაზე შორ მაძილს გაივლის ჩავარდნის გარეშე. 


9. შექმენით სენსორული მაგიდა: მაგიდაზე დაალაგეთ სხვადასხვა საგნები, აუკარით თვალები ბავშვს, რომელმაც უნდა გამოიცნოს ეს ნივთები. იგივე შეიძლება გაკეთდეს საკვებითაც. თუ მოგეპოვებათ კარდონის ყუთი, შეგიძლიათ გააკეთოთ ფოტოს მიხედვით.


10. შექმენით ნიღბები იმით, რაც გაქვთ სახლში და გადაიღეთ უამრავი სასაცილო ფოტო

 

11. სუპერმარკეტი

გამოიყენეთ ყველაფერი, რაც სამზარეულოში გაქვთ, და ასევე კალკულატორი ან მობილური ტელეფონი სალაროს აპარატად.

12. გამოიცანი რა აკლია: განათავსეთ ნივთები მაგიდაზე (დაიწყეთ პატარა ოთხიდან და შემდეგ თანდათანობით გაზარდეთ სივრცე) ბავშვი რამდენიმე წამს უყურებს მათ, შემდეგ მობრუნდება და შენ იღებ რაიმე ნივთს. ბავშვმა უნდა გამოიცნოს რომელი აკლია.

ეს თამაშები დაგეხმარებათ შვილებთან მეტი დროის გატარებაში  და მათში ფანტაზიის უნარის გაღვივებაში  . შემოგთავაზებთ ასევე ფოტო მასალას იდეებისთვის








Nessun commento:

Posta un commento

ბროკოლის კატლეტები უსწრაფესი, უჯანსაღესი და უგემრიელესი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. 200გ ბროკოლი 100გ საფანელი 1 კვერცხი 50გ პარმეზანი...