venerdì 13 novembre 2020

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ზრდილობა, თამაშის დახმარებით 


 ბავშვობაში თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით იქმნება სივრცე, რომელშიც იწყება ბავშვის შემოქმედების და პიროვნების ჩამოყალიბება. ამიტომ აუცილებელია იცოდეთ, როგორ უნდა შექმნათ თამაშები, რომელშიც ბავშვი არ მიიღებს უარყოფით სტიმულს, მაგრამ  ხელს შეუწყობს სხვების პატივისცემას, სიკეთისა და წარმოსახვის განვითარებას.

  მოდით ვნახოთ თუ როგორ განვავითაროთ ბავშვში სიკეთე, თამაშის დახმარებით.


სიკეთის სწავლება

ვერიდებით ძალადობრივ თამაშებს. თამაშში რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ, არ უნდა შეიცავდეს არანაირ ძალადობას, შეურაცხყოფას, ან ნეგატიურ სიტუაციებს. შეუძლებელია კლასიკური როლური თამაშების სრულად აღმოფხვრა, რომელშიც ბავშვები ფანტაზიურად განიცდიან მომაჯადოებელ და თუნდაც მცირე ზომის ადრენალინს . დადასტურებულია, რომ ბავშვები ფანტაზიასა და შემოქმედებას პოზიტიურად ავითარებენ, თუ ისინი დედმამიშვილებთან ან მშობლებთან ან ბებია-ბაბუებთან ერთად თამაშობენ თამაშებს, რომლებიც არ შეიცავს ძალადობის ფორმებს, ცუდ სიტყვებს, ძალიან კონკურენტულ ან უარყოფითად სტრესულ სიტუაციებს.

ბავშვებთან თამაში კონტაქტისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად ბავშვის კეთილგანწყობის განვითარების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზაა დარწმუნდეთ, რომ ბევრი თამაში ბავშვს განუვითარებს უნარს, რომ მარტივად ითამაშოს სხვა ბავშვებთან. სწორედ თანატოლებთან თამაშისას გაიგებენ ბავშვები ალტრუიზმის, სიკეთისა და თანაგრძნობის შესახებ. მიეცით ბავშვებს ერთად თამაშის საშუალება, დაე ერთად გამოიგონონ უსაფრთხო თამაშები, ჯანმრთელი  განვითარებისათვის შესაფერისი. კონკურენტუნარიანობის უნცია არ წარმოადგენს რისკს, თუ ის სამართლიანობითა და სპორტულობით მოიპოვება. ასწავლეთ მათ, რომ ხან  გაიმარჯვებენ და ხან წააგებენ და ორივე შემთხვევაში მთავარია მეგობრებთან ერთად გართობა. ეს ხელს შეუწყობს მათ უანგარო კეთილგანწყობას თანაგუნდელების მიმართ.


გყავდეთ ბავშვები ბუნებასთან რაც შეიძლება ახლოს 

ყველასთვის არაა მარტივი, მათთვის, ვინც დიდ ქალაქებში ან პერიფერიულ ადგილებში ცხოვრობს, მაგრამ თუ შესაძლებელია, იპოვნეთ სანდო პარკი და ჩაფლეთ პატარები სიმწვანეში. ბუნებასთან კონტაქტი ხელს უწყობს ბავშვის შინაგან სიმშვიდეს. 

მოაწყეთ ღია ცის ქვეშ ავანტიურისტული თამაშები, იხეტიალეთ, ეკონტაქტეთ ბუნებას, ხეებს, ფოთლებს. პატარებში ახლის ამოცნობა და სიმწვანეში ხეტიალით დაღლა,  ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტი, ხელს შეუწყობს ღრმა პატივისცემისა და სიკეთის განვითარებას ყველაფრის მიმართ.


ბავშვები და ცხოველები


სამეცნიერო კვლევების თანახმად, ცხოველებთან კონტაქტი (ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ პატარას უსაფრთხოებას) ძალიან კარგია ბავშვებისთვის და ზრდის მათ  მგრძნობიარობას. არიან ოჯახები, რომელთაც არ აქვთ სახლში ცხოველების ყოლის შესაძლებლობა, მაგრამ ცხოველებთან კონტაქტი, თუ ეს შესაძლებელია, ხელი უნდა შეუწყოთ. დადასტურებულია, რომ ბავშვები, რომლებიც ძაღლებთან, კატებთან და სხვა ცხოველებთან თამაშს არიან მიჩვეული, სწავლობენ ყურადღებას და პატივისცემას ყველას მიმართ, მათ იციან როგორ უნდა მოეპყრონ, როგორ გაამყარონ მეგობრობა, განავითარონ კომუნიკაცია,  და უთანაგრძნონ. ბავშვი, რომელსაც უყვარს შინაური ცხოველები,  შეუძლია სხვების პატივისცემა.

Nessun commento:

Posta un commento

ბროკოლის კატლეტები უსწრაფესი, უჯანსაღესი და უგემრიელესი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. 200გ ბროკოლი 100გ საფანელი 1 კვერცხი 50გ პარმეზანი...