lunedì 30 novembre 2020


ატოპიური დერმატიტი


ატოპიური დერმატიტი ან ატოპიური ეგზემა არის კანის ანთებითი რეაქცია, რომელიც იწვევს ქავილს, არაა გადამდები.   შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა პათოლოგიებთან ან გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორებით. ხშირად ადრეულ ასაკში იწყება, სიცოცხლის პირველი წლის დასრულებამდე.

 რა არის ატოპიური დერმატიტი?

 ატოპიური დერმატიტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ინტეგრირებულ სისტემაზე.  დამახასიათებელი სიმპტომებია სიწითლე, კანის სიმშრალე, ინტენსიური ქავილი და დაზიანებები, რომლებიც შეიძლება ასევე  ბუშტუკებად, ერითემად, შეშუპებად და კანის აქერცვლით გამოვლინდეს.  არ უნდა აგვერიოს ფსორიაზიში, რომელსაც ახასიათებს კანის სიმშრალე, სითეთრე და წითელი ლაქები.
ამჟამად ბაზარზე არ არსებობს არანაირი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია გადაჭრას პრობლემა, რომელსაც ექნება გენეტიკური და ეკოლოგიური დატვირთვა, თუმცა გარკვეული სიფრთხილით და მსუბუქი მედიკამენტების გამოყენებით, სიმპტომების შერბილებაა შესაძლებელი.  ბავშვების დაახლოებით 30% -ს აღენიშნება ატოპიური დერმატიტი.

 რა პათოლოგიებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული?

 დადასტურებულია, რომ ატოპიური დერმატიტი ხშირად უკავშირდება ასთმას და ალერგიულ რინოკონიუნქტივიტს, დაავადებებს, რომლებსაც აქვთ გადამეტებული იმუნური რეაქცია გარკვეულ ფაქტორებზე (მაგალითად, ტკიპები, მტვერი, ცხოველების თმა), რაც იწვევს იმავე პათოლოგიის სიმპტომებს, როგორიცაა ასთმური შეტევები, რინიტი, ეგზემა, იმიტომ  რომ ყველა ეს პათოლოგია წარმოიშობა გენეტიკურად განსაზღვრული მდგომარეობიდან. ატოპია, რაც ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილებაა, უფრო აძლიერებს ზემოხსენებული პათოლოგიების განვითარების რისკს.

როგორ შევამსუბუქოთ ატოპიური დერმატიტის სიმპტომები?

 ბავშვისთვის ქავილის შესამსუბუქებლად მივმართოთ კარგი დერმატოლოგის რჩევას.   ბავშვის სამედიცინო ისტორიის კარგად შესწავლის შემდეგ ყველაზე შესაბამის თერაპიის დანიშვნით, თუ როგორ  გავათავისუფლოთ დერმატიტისგან გამოწვეული დისკომფორტისგან.

 პირველი სიმპტომები ექვსი თვის ასაკიდან  ჩნდება. სიწითლე, ეგზემა და ქავილი, ლოყებზე, შუბლზე და ნიკაპზე. კორტიკოსტეროიდული და ანტიჰისტამინური მალამოების გამოყენება ანთების და ქავილის შესამცირებლად, სწრაფი და ნელთბილი აბაზანების მიღება, სპეციალური დასაბანი საშუალებები ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ, რომლებიც ხელს უწყობენ კანის დატენიანებას და ანთებითი ეპიზოდების შემცირებას.  ზოგიერთი გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა, როგორიცაა ცხოველის თმა, ალერგენული საკვები და პირდაპირი მზე, ხელს შეუწყობს დაავადების შემცირებას.





 

 

Nessun commento:

Posta un commento

ბროკოლის კატლეტები უსწრაფესი, უჯანსაღესი და უგემრიელესი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. 200გ ბროკოლი 100გ საფანელი 1 კვერცხი 50გ პარმეზანი...