სამშობიარო ჩემოდანი
რა დაგვჭირდება მშობიარობისთვის?
იმის ცოდნა, თუ რა დაგვჭირდება სამშობიაროდ, ადვილი საქმე არ არის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველ შვილს ელოდება. თქვენი ცხოვრების გასაადვილებლად კიაბიმ შექმნა სამშობიარო ნივთების ჩამონათვალი, რომ არაფერი დაგვავიწყდეს. დაიწყეთ სამშობიაროდ ჩანთის მომზადება, ორსულობის მეშვიდე ან მერვე თვიდან, მანამდე კი და ნუ დააყოვნებთ სიის ჩამოწერას, რომ ნელა ნელა მოიმარაგოთ ყველაფერი.
და არ ინერვიულოთ, თუ რამე დაგავიწყდათ, მეუღლე, ოჯახი და მეგობრები იქ იქნებიან, რომლებიც დაგეხმარებიან.
დედის მშობიარობის ჩემოდნის სია
ბავშვის ნივთების გარდა, რა უნდა ჩაალაგოთ სამშობიარო ჩანთაში? მაშინაც კი, როცა მთავარი საფიქრალი თქვენი პატარაა, არ დაგავიწყდეთ განსაკუთრებული დღისთვის თავის განებივრება. იფიქრე ყველაფერზე, რაც შეიძლება სასარგებლო და გამოსადეგი იყოს ...
აქ მოცემულია იმ საგნების ჩამონათვალი, რომლებიც მშობიარობისთვის საავადმყოფოში უნდა წაიღოთ:
საღამური პერანგი ღილებით წინიდან, მშობიარობისთვის (საავადმყოფოში როგორც წესით იყენებენ ხალათებს, მაგრამ ყველა საავადმყოფოს არ აქვს ეს მომსახურება)
3 ან 4 კომფორტული პიჟამო საავადმყოფოში ყოფნისთვის. რჩევა: შეარჩიეთ რბილი და კომფორტული ნაჭერი, ასევე მოკლე მკლავიანი პერანგები, რადგან შეიძლება კლინიკაში ცხელოდეს..
1 ჟაკეტი ან პიჯაკი იმ შემთხვევაში თუ ცივა
3 ან 4 წყვილი წინდები
1 ან 2 გასასვლელი კაბა ან ზედა, ვიზიტებისა და ფოტოებისთვის :) რჩევა: ფოტოებში რომ ფერმკრთალი არ გამოჩნდეთ, შეგიძლიათ ბალიშზე დადოთ ფერადი ბალიში (აარჩიეთ ისეთი ფერი რაც აძლიერებს კანის ტონს: წითელი, ვარდისფერი ...), რაც მხიარულ ელფერს მისცემს ფოტოს.
1 სააბაზანო ხალათი
კომფორტული ფეხსაცმელი, მაგალითად, ბალეტები
ბამბის შარვალი ან ერთჯერადი ტრუსები
2 ან 3 ბიუსტჰალტერი (ძუძუთი კვებისთვის ან ნორმალური)
საშხაპე გელი, შამპუნი, საპონი და ინტიმური გელი (სასარგებლოა მშობიარობის შემდგომი ჰიგიენისთვის)
2 პირსახოცი და 1 ღრუბელი
კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა
დეოდორანტი
სავარცხელი ან თმის ჯაგრისი
თქვენი ყოველდღიური სილამაზის ყველა პროდუქტი
კაკაოს კარაქი ტუჩების დასატენიანებლად: შეიძლება მშობიარობამდე რამდენიმე საათით ვერ დალიოთ, ამიტომ თქვენს ტუჩებს მცირე დახმარება სჭირდებათ!
სანიტარული პირსახოცები (2 ზომა)
თმის სამაგრები
თმის საშრობი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩანთაში ჯერ კიდევ გაქვთ ადგილი)
მაკიაჟის ნაკრები, რომ ლამაზად გამოიყურებოდეთ ფოტოებში :)
საავადმყოფოდან გამოსვლისთვის რაიმე
თუ ძუძუთი კვება აირჩიე:
პიჟამო ძუძუთი კვებისთვის
ძუძუთი კვების 2 ან 3 ბიუსტჰალტერი
ძუძუთი კვების დისკები( რძის შემწოვები)
კრემი ძუძუს თავებისთვის, თუ დაგისკდათ
სილიკონის ძუძუს თავები,( თუ არ გაქვთ ძუძუს თავები, ძალიან კარგია)
კალამი და ბლოკნოტი
სილიკონის უბრალო სამაჯური,რომ ადვილად გაიხსენოთ ბოლოს რომელი ძუძუდან აჭამეთ
ახალშობილის მშობიარობის ჩემოდნის სია
ბავშვის ოთახში უჯრები უკვე სავსეა და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში შოპინგმა გაგიტაცათ? დროა სწორად აარჩიოთ ტანსაცმელი, რომ თქვენი ბავშვის პირველი კვირა იყოს კომფორტული. ინსტრუქციები ჩვილის სამშობიარო ჩანთისთვის.
ბავშვი უნდა იყოს თბილად! წინდისა და ქუდის კომბინაცია აუცილებელია.
ბავშვმა 9 თვე ძალიან თბილად გაატარა 37 ° ში, ამიტომ მას მოუწევს ადაპტაცია გარე ტემპერატურასთან და კარგად უნდა იყოს დათბილული. იმის გამო რომ სიცივის დიდი ნაწილი თავიდან შედის ორგანიზმში, არ დაივიწყოთ ქუდი. ცნობისთვის, ხელთათმანები, რომლებიც ხშირად იყიდება კომპლექტთან ერთად, არის მნიშვნელოვანი. თავიდან რომ აიცილოთ ნაკაწრები, თუ ფრჩხილები გრძელი აქვს. (მშობიარობისთანავე არ იქნება ადვილი მათი დაჭრა)
თითო ბოდი საავადმყოფოში გატარებული ყოველი დღისთვის, 2 ზედმეტი, ჯამში 6 ან 7 ბოდი
4 წყვილი წინდა
3 ან 4 სუფთა ბამბის ქუდი
ჯვარედინი ბამბის კარდიგანი
1 პიჟამო საავადმყოფოში გატარებული ყოველი დღისთვის, 2 ზედმეტი, ჯამში 6 ან 7 პიჟამო( აარჩიეთ სეზონის მიხედვით)
ბავშვი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს,
ამავე ლოგიკით, თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ, თუ ის კარგად არის გახვეული. შეარჩიეთ რბილი პილიონკები, ძალიან კარგია ბამბუკის პილიონკები, გასაკოჭად, ან გამოსაცვლელად, საწოლში ჩასაფენად . გახვეული, ის დაიბრუნებს საშვილოსნოსშიდა შეგრძნებებს.
1 პატარა რბილი ბამბის საბანი
ან საძილე ტომარა
მისი პირველი რბილი სათამაშო :)
პატარა ხელთათმანები ნაკაწრების თავიდან ასაცილებლად
დამცავი კრემი აუცილებელია, რადგან პატარას კანი ძალიან დელიკატურია და შეიძლება ადვილად გამოეწვას.
4 ან 5 პირსახოცი
ტუალეტის ნივთების ნაკრები: ბამბა, დამატენიანებელი რძე, საფენის შეცვლის კრემი და ხელსახოცები
საფენები
1 შეკვრა საფენები (ზოგჯერ სამშობიარო უზრუნველყოფს)
რბილი ბამბის ცხვირსახოცები ან სტერილური ბინტი
ერთჯერადი პირსახოცები (ზოგი სამშობიარო უზრუნველყოფს)
ბავშვის კვებისთვის:
თუ ძუძუთი კვება აირჩიეთ ბამბის პატარა პირსაწმენდები
საავადმყოფოდან გასასვლელად:
თბილი ქუდი ( სეზონის შესაფერისი)
მანქანის ადაპტირებადი სავარძელი
Nessun commento:
Posta un commento