"სათამაშოების საპატიმრო"
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს წესრიგი
როგორ ასწავლოთ თქვენს შვილებს პასუხისმგებლობის გრძნობა და წესრიგი? "სათამაშოების საპატიმროთი". გამჭვირვალე ყუთი, რომელშიც "დაპატიმრებულია" სათამაშოები, რომლებიც უწესრიგოდ ეყარა სახლში და თუ ბავშვებს უნდათ მათი დაბრუნება, მათ მოუწევთ მათზე ზრუნვა და მოწესრიგება, თამაშის შემდეგ.
ამერიკული საგანმანათლებლო მომსახურების კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფოტო პოსტი ინსტაგრამზე საკმარისი აღმოჩნდა ბავშვებისთვის უნიკალური საგანმანათლებლო მეთოდის დანერგვისთვის.
ბავშვებში პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება,როდესაც თამაში მშობლებისთვის სასარგებლო იარაღი ხდება
აშკარად უნიკალური საგანმანათლებლო მეთოდი შემოგვთავაზა სოციალური მედიის საშუალებით Servidio Education რაც გახდა მშობლებს შორის დებატების მიზეზი, ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით. სერვიდიომ თავის ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა დახურული გამჭვირვალე ყუთის (სათამაშოებით სავსე) ფოტო, რომელზეც ეწერა:
"სათამაშოების ციხე"
"თქვენ დატოვეთ გარეთ და მე ის ავიღე, მე მაქვს თქვენი ნივთები და თქვენ არ გაგიმართლათ. მათ დასაბრუნებლად გთხოვთ მოაწესრიგოთ ყველაფერი და ნივთები დაგიბრუნდებათ ძველებურად."
ხელს აწერს დედა.
მოწონებების წვიმა და დედებისა და მამების ენთუზიაზმი კომენტარებში, რომლებმაც გადაწყვიტეს მეთოდი გამოეყენებინათ და მათ მისი ეფექტურობაც კი დაადასტურეს.
"სათამაშოების ციხე"
ციხე ხდება საგანმანათლებლო მეთოდი
მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს მეთოდი გავდა ერთგვარ შანტაჟს, რკინის მუშტი მშობლებსა და შვილებს შორის, სინამდვილეში ეს მეთოდი მარტივი და ძალიან კონკრეტულია და პატარებს არ ვნებს.
არ იცით როგორ იზრუნოთ თქვენს სათამაშოებზე და საკუთარ თავზე? მაშინ თქვენი საყვარელი სათამაშოები იქნებიან "დაპატიმრებული".
ძილის დროა, არ მოგწონს მოწესრიგება? მაშინ როდესაც თქვენ გძინავთ, სათამაშოების შერიფი იწყებს ძებნას და თუ აღმოაჩენს გარშემო დარჩენილ სათამაშოებს, უმოწყალოდ დააპატიმრებს. მათი დაბრუნება შეგიძლიათ, როდესაც ისწავლით მოწესრიგებას ან დავალების შესრულებას.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა მეთოდმა გაააქტიურა მშობლების წარმოსახვა, რომლებიც ცდილობდნენ "სათამაშოების ციხის" (ინგლისურიდან) გადათარგმნას განსხვავებულად , რათა მათი შვილებისთვის უფრო შესაფერისი ყოფილიყო და აშკარად სასურველი და ენთუზიაზმით დასრულებული შედეგები ჰქონდათ. რას ფიქრობთ თქვენ ამ მეთოდზე?
Nessun commento:
Posta un commento