პომიდვრის ფაფა ტოსკანურად
სირთულე: მარტივი დრო:10წთ ხარშვა:10წთ
ესაა ცნობილი იტალიური, ტოსკანური კერძი, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია, ძალიან ცოტა ინგრედიენტებით. ფაფა ყველა ასაკს ერგება და არის ძალიან არომატული და გემრიელი
ინგრედიენტები:
1ს/კ ზეითუნის ზეთი
როზმარინის ერთი ტოტი
3 მწიფე პომიდორი
150გ მშრალი, გამხმარი პური
500მლ ბოსტნეულის წვენი
მომზადება:პირველ რიგში მოამზადეთ ბოსტნეულის წვნიანი. რა ბოსტნეულიც მოგეპოვებათ სახლში ეს იქნება: ხახვი, კარტოფილი, სტაფილო, ნიახური, ბროკოლი, ბარდა, ისპანახი, ნიორი, ჭარხალი, ყველაფერი ცოტა-ცოტა ჩაყარეთ ქვაბში მსხვილად დაჭრილი და დადგით ცეცხლზე 30წთ. დაჭერით მშრალი პური წვრილ კუბიკებად. ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩააგდეთ როზმარინი, როცა სიმღერას დაიწყებს, დაამატეთ წვრილად დაჭრილი, გაფრცქვნილი პომიდორი. როცა ცოტა ჩაიშუშება დაამატეთ ორი ჭიქა ბოსტნეულის წვენი , პური და მარილი. ადუღეთ 10წთ დაბალ ცეცხლზე და ამოურიეთ შიგადაშიგ. თუ ბავშვები დიდები არიან, შეგიძლიათ ბოლოს დაუმატოთ ერთი ნაჭერი სალა, ან ლორი გემოსთვის, ან თუ პატარები არიან ორთქლზე მოხარშული თეთრი თევზი. მაგრამ ასეც ძალიან გემრიელია.
მიირთვით გემრიელად <3
Nessun commento:
Posta un commento