თევზი მაკარონით და პომიდვრით
სირთულე: მარტივი მომზადება: 10წთ ხარშვა:10წთ
თევზი აუცილებელია ორსული ქალების დიეტაში და ასევე შესანიშნავია ბავშვთა კვებაშიც. ნევროლოგიური განვითარების გარდა, ის აძლიერებს ძვლებს, შეიცავს ბევრ B ჯგუფის ვიტამინს, იცავს კბილებს გაფუჭებისგან და მდიდარია რკინით, ფოსფორით და კალციუმით. თუ თქვენს პატარას არ სურს მოხარშული თევზის ჭამა, შეგიძლიათ მას შესთავაზოთ ასე მომზადებული და დამიჯერეთ აუცილებლად შეუყვარდება.
ინგრედიენტები:
თევზის ფილე (რაოდენობა განსაზღვრეთ თეფშების მიხედვით, ანუ რამდენ კაცზე ამზადებთ)
პომიდორი ჩერი, ან ჩვეულებრივი
მაკარონი 100გ (100გ მაკარონი დიდებისთვის, პატარას 50გ ეყოფა) ზომა აარჩიეთ მათი ასაკის მიხედვით
ერთი კბილი ნიორი
მომზადება:
პირველ რიგში მოვამზადოთ თევზი. ტაფაში ჩავასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, დავამატოთ ნიორი და დაველოდოთ სანამ ამღერდება. ამოიღეთ ნიორი და ჩადეთ თევზის ფილე. უნდა დააბრაწოთ მაღალ ცეცხლზე კანის მხარეს. დააყარეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, დააფარეთ და ჩაშუშეთ 10-15წთ დაბალ ცეცხლზე. ცალკე მოხარშეთ ქვაბში მაკარონი და როცა მზადაა, გადაწურეთ პირდაპირ სოუზში, დაამატეთ მარილი და ძალიან დაბალ ცეცხლზე დატოვეთ 1წთ, რომ გემო გაუჯდეს. შეგიძლიათ დაამატოთ ოხრახუში ან შაშკვლავი. მიირთვით გემრიელად <3
Nessun commento:
Posta un commento