ყველა ბავშვს, დაბადებიდან აქვს ფეხის თაღი, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდება, ორთოპტიკური ან ორთოპედიული ფეხსაცმლის საჭიროების გარეშე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლოთ ზოგიერთი სიგნალის ამოცნობა.
ანა მარია ფალასკონი, პედიატრი
1. როდის მივაქციოთ ყურადღება ბრტყელ ფეხებს
2.ინსოლი არ არის საჭირო
3.როგორ ამოვიცნოთ ბრტყელტერფიანობის სიგნალები
4. ფიზიოლოგიური ბრტყელტერფიანობის დიაგნოზი
5. ბრტყელტერფიანობის რისკები
6.მოქნილი ფიზიოლოგიური ბრტყელტერფიანობის ტიპიური მახასიათებლები
7. აირჩიე გონივრულად
ბრტყელი ტერფები ტიპიურია სიცოცხლის პირველ წლებში, როდესაც ფეხის ძირის თაღოვანი არ არის ჩამოყალიბებული ან ელასტიურია, არ იწვევს ტკივილს და მოძრაობის პრობლემებს, ეს არის ფიზიოლოგიური ფეხი,ბუნებრივი. პედიატრები ამას თითქმის ყველა ბავშვში აკვირდებიან 0-2 წლამდე (97%) და ის თანდაანობით მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, დაახლოებით 50% -მდე სამი წლის, 25% ექვსის და მხოლოდ ცოტას რჩება პრობლემა ათი წლის ზევით. ამიტომ დიაგნოზის დასმა ხდება მხოლოდ ამ ასაკში, როგორც მოქნილი, იდიოპათიური ბრტყელი ფეხი. კონკრეტული მიზეზი არ არის ცნობილი, ეს ალბათ, ურთიერთქმედების შედეგია მრავალ ფაქტორს შორის, რომლებიც ხელს უშლიან პლანტარული რკალის ჩამოყალიბებას.
1.როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება ბრტყელ ტერფებს?
ბრტყელი ტერფი იკვეთება, როდესაც ბავშვი, დაახლოებით ერთი წლის ასაკში, საწოლში წამოდგომას ცდილობს. სხეულის სიმძიმის ქვეშ ფეხები ბრტყელდება და ქუსლები შიგნით იხრება, რადგან ამ ასაკში ძვლები და სახსრები ელასტიურია და კუნთები განუვითარებელი. გარდა ამისა, ცხიმის ბალიში ფეხის შიდა კიდეზე ხელს უწყობს თაღის დამალვას. ფეხების ეს ასპექტი, ფიზიოლოგიურია სამ წლამდე. მშობლები ხშირად განიცდიან და ორთოპედიულ ვიზიტს ითხოვენ: ძალიან ხშირად ეს მთავრდება ინსოლის ან ორთოპედიული ფეხსაცმლის უსარგებლო დანიშვნით, ფეხის სწორი ფორმის მისაცემად. ბრტყელტერფიანობის შემთხვევათა 90% ზუსტად არასწორი და არასათანადო მკურნალობის შედეგია.
2.ინსოლი არ არის საჭირო
მაგალითად, მოდით ვნახოთ რა ემართება ბავშვის ფეხებს, როდესაც მაგიდიდან რაღაცის აღებას ცდილობს და ფეხის წვერებზე იწევს. კუნთები, რომლებიც ქუსლიდან დიდი თითის ძირში მიდიან, მშვილდის ძაფის მსგავსად იჭიმებიან და ფეხის ძირს აძლევენ ფორმას. მეორეს მხრივ, ქუსლები, რომლებიც შიგნით იყო გადახრილი, სწორდებიან და აძლევს პლანტარული თაღის ფორმას. ეს არის ფიზიოლოგიური ბრტყელტერფიანობის ტიპიური ფორმა და მისი განვითარება. თქვენ არ გჭირდებათ ინსოლი, მით უმეტეს, ორთოპედიული ფეხსაცმელი
3.ბრტყელი ფეხები: სიგნალები
იშვიათად შეიძლება ბრტყელტერფიანობა გახდეს მტკივნეული ან შეამჩნიოთ ტერფის გაუხეშება, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ტერფში არსებობს რაიმე პათოლოგია: მაგალითად, ანთება ან ტერფის ძვლების ანომალია. შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რომელ ბავშვს შეიძლება დაემართოს ეს და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ამ პათოლოგიური ევოლუციის თავიდან აცილება, ადრეულად ორთოპედიული ფეხსაცმლის დანიშვნით. ამჟამინდელი სამეცნიერო მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ბრტყელტერფიან ბავშვთათვის ყველაზე უსაფრთხო და შესაფერისი გზაა, დაკვირვება, თუ არ აქვთ ტკივილი ან სიარული არ უჭირთ. ტკივილი და მოძრაობის გაძნელება განგაშის ზარებია, რომელთა თაობაზე მშობლებმა თავად უნდა აცნობონ პედიატრს.
4. ფიზიოლოგიური ბრტყელი ფეხის დიაგნოზი
ბრტყელი ფეხების დიაგნოზი კეთდება კლინიკური გამოკვლევით, ბავშვის გასინჯვით როგორც ვერტიკალურ, ისე მჯდომარე მდგომარეობაში. პედიატრი მას აკვირდება, როდესაც ის დგას, უძრავად და სიარულის დროს, რომ შეაფასოს პლანტარული რკალის (ნორმალური, არასაკმარისი ან არარსებული) და ქუსლი (ხაზი ან ვალგუსი). მოგვიანებით, მას შეუძლია აჩვენოს მშობლებს, რომ ბრტყელი ტერფები სწორად დგას, სხეულის სიმძიმის ქვეშ და შექცევადია, როდესაც ბავშვი ფეხის წვერებზე დგება.
პერიოდული ვიზიტების დროს, ტკივილის გაჩენის შემთხვევაში, ბრტყელი ფეხი უხეშდება და ფეხის თითებზე ვეღარ იწევს ბავშვი.თუ სიტუაცია გაუარესდა და თუ რვა წლის შემდეგ გაუმჯობესება არ ჩანს, მიზანშეწონილი იქნება დიაგნოზის დასმა და საჭირო თერაპიის ჩატარება. პლანტარულიდან ფიზიოთერაპიამდე და ბოლოს ოპერაციამდე. ასიმპტომური მოქნილი ბრტყელტერფიანობის ყველა სხვა შემთხვევაში, თუკი არ ახლავს ტკივილი, უნდა დაველოდოთ. ყველა ბავშვმა, ნებისმიერ ასაკში, სახლში, სასურველია ფეხშიშველებმა იარონ.
დროთა განმავლობაში ბრტყელი ფეხის ევოლუციის შესასწავლად შეიძლება გაკეთდეს ანალიზი პირგადასაღებ ქაღალდზე ან პოდოსკოპიით და შედარება გაკეთდეს ეტაპობრივად : ნორმალურ ფეხის ანაბეჭდზე იკვეთება ტერფის წინა, გვერდითა და უკანა ნაწილი. რადგან ის თაღის ფორმისაა; ბრტყელი ტერფი ეყრდნობა ზედაპირზე მთელი ან ნახევარზე მეტი. ვიზიტის დროს ასევე ძალზე მნიშვნელოვანია იმის შემოწმება, აქვს თუ არა ბავშვს ლიგატების ჰიპერლაქსიურობა სახსრების გაზრდილი მობილურობით, რომელიც იწვევს ტერფის ტკივილს.
5. ბრტყელტერფიანობის რისკის ფაქტორები
ბრტყელი ფეხი უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში და სიცოცხლის პირველ წლებში და ზოგიერთმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს მისი განვითარება და გამძლეობა. კერძოდ, სამ – ექვს წლამდე გავლენას ახდენს სახსრების მომატებული სისუსტე და „ბაყაყის“ ან „W“ მდგომარეობაში ჯდომის ჩვევა, ასევე სიმსუქნე, რომელიც რჩება სიბრტყის შენარჩუნების რისკ – ფაქტორად. . ყველა ამ ფაქტორს ემატება ასევე ის რომ ფეხის ტკივილის დროს გამოყენებული ნაადრევი თერაპიები.
6. მოქნილი ფიზიოლოგიური ბრტყელტერფიანობის ტიპიური მახასიათებლები
პლანტარული თაღი:
1. შესამჩნევია, თუ ბავშვი ზის (დაახლოებით 2 წლის ასაკიდან)
2. შესამჩნევია დიდი თითის მოხრის დროს
3. შეუმჩნეველია სხეულის სიმძიმის ქვეშ, ფეხზე დგომისას
4. შესამჩნევია თუ ბავშვი ფეხის წვერებზე დგება.
7. აირჩიე გონივრულად
1. მიეცით ბავშვს პირველი თვეებიდან, ფეხშიშველა სიარულის უფლება
2. არ ჩააცვათ ფეხზე, როგორც კი გაივლის
3. მოერიდეთ ეტლის ხმარებას როდესაც ისინი უკვე კარგად დადიან
4. მოერიდეთ უხეშ ფეხსაცმელს, სპეციალურ და გამაძლიერებელ ზონებს, რადგან ისინი ხელს არ უწყობენ ფეხის ფორმაციას
5. დაეხმარეთ ბავშვს ფეხშიშველებმა იარონ უსწორმასწორო ნიადაგზე, ეზოში, ქვიშაში და ბალახზე ტერფის სტიმულირების მიზნით.
6. არ მიმართოთ ორთოპედიულ ჩარევას ბრტყელტერფიანობისთვის, თუ ბავშვს არ აწუხებს ტკივილი, კარგად დადის და ჯერ კიდევ არაა 8 წლის.
9. არ გამოიყენოთ ორთოტიკური ან ორთოპედიული ფეხსაცმელი ფიზიოლოგიური ბრტყელტერფიანობის დროს, რადგან არ არის ნაჩვენები თერაპიული ეფექტურობა.
10. თუ ფეხსაცმელი აუცილებელია, რადგან არ გვაქვს შესაფერისი კლიმატი და პირობები, შეარჩიეთ ყველაზე რბილი, მოქნილი და მსუბუქი ფეხსაცმელი.
11. ხელი შეუწყეთ ფიზიკურ დატვირთვას ყველა ასაკში: სიარულს, ფეხის წვერებზე თამაშს და ფეხის გარე კიდეზე სიარულს, ხტომა, ცოცვა, ცეკვა და ა.შ.
Nessun commento:
Posta un commento