10 კვირა
დედა:
მივუახლოვდით იმ ფაზას, როდესაც ღებინება და ცუდად ყოფნა მალე ცუდ მოგონებად დარჩება. Hcg რაოდენობა ორგანიზმში ისევ მაღალია, ამიტომ შეიძლება თავი ისევ ცუდად იგრძნოთ, მაგრამ ძალიან მალე დასტაბილირდება და თქვენც თავს უკეთ იგრძნობთ.
შარვლები და ქვედაბოლოები აღარ გეკვრებათ, იმიტომ რომ წელი მრგვალ ფორმას იღებს და შეიძლება რამოდენიმე კილოც მოიმატეთ. შეიძლება იგრძნოთ ხელის და ფეხის გულები ცხელი, ბუნებრივია, იმიტომ რომ თქვენს ორგანიზმში ახლა მეტი სისხლი მოძრაობს.
სულ გწყურიათ? ორგანიზმი მეტ სითხეს მოითხოვს ფეხმძიმობისას.
ხასიათი ისევ ცვალებადი. სიმშვიდედან სიბრაზისკენ და ემოციების უმართაობა, ოჰ ეს ჰორმონები....
ნაყოფი:
სულ პაწია ადამიანია, რომელიც დაახლოებით 3გ იწონის. მისი სიდიდე კი პატარა ლობიოს მარცვალს წააგავს. ვერ გრძნობთ, მაგრამ ძალიან ბევრს მოძრაობს. სახის ნაკვთები უკვე გამოკვეთილია და ყველა ორგანო თავის ადგილასაა, ისღა დარჩა რომ განვითარდნენ. ყველაზე დიდი ორგანო მასაც ღვიძლი აქვს. თმა იწყებს ზრდას, ყალიბდება პულსი და სმენის ორგანო. ხელები და ფეხები აგრძელებენ სიგრძეში ზრდას, მაგრამ გარე სასქესო ორგანოები ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, მაგრამ თუ ბიჭს ელოდებით მისი სათესლე ჯირკვლები უკვე გამოიმუშავებენ ტესტოსტერონს. გულისცემა 180 ითვლის წუთში.
პროგრამა:
პირველი რამ რაც უნდა შეიძინოთ ამ პერიოდში, არის სტრიების საწინააღმდეგო კრემი. თუ ვერ იშოვეთ ძალიან კარგია ნუშის, ჟოჟობას ზეთი, რომელსაც ყოველი დაბანის შემდეგ წაისმევთ მუცელზე, თეძოებზე,მკერდზე, ფეხებზე და დუნდულებზე, სადაც ყველაზე დიდი ალბათობაა მათი გამოჩენის, იცოდეთ რომ თუ გამოჩნდნენ, მერე ვეღარ გაუმკლავდებით, უკვე გაჩენილ სტრიებს არ შველის კრემები, ამიტომ ეცადეთ არ მოადუნოთ ყურადღება და აქედანვე დაიწყეთ მოვლა.
დაიხმარეთ თქვენი პარტნიორი, საღამოს მოსადუნებელი მასაჟი გაგიკეთოთ, რომელიც ძალიან გჭირდებათ. თუ კიდევ არ გიყიდიათ შესაფერისი ლიფი, გეტყვით რომ უკეთესია შეიძინოთ ბამბის, განიერი ბრეტელებით, რადგან მკერდი ძალიან მძიმეა.
საინტერესოა:
აუცილებელია, მოიძიოთ ინფორმაცია ფეხმძიმობის და მშობიარობის შესახებ, რადგან საქართველოში არ არსებობს ოსთეტრია, დარგი, რომელიც ქალების უფასო სწავლებას უზრუნველყოფს, მოგიწევთ მარტომ გაართვათ თავი ინტერნეტის დახმარებით. აუცილებელია იცოდეთ რას ნიშნავს ფეხმძიმობა და როგორ მოვიქცეთ მშბიარობის დროს, ასე ნაკლებს ინერვიულებთ მომავალზე.
Nessun commento:
Posta un commento