mercoledì 4 novembre 2020

გემრიელი და სწრაფი ყაბაყის მაფინები, თქვენი პატარებისთვის
 
ასაკი- 15 თვიდან
ინგრედიენტები:
2 კვერცხი
60მლ მზესუმზირის ზეთი
100მლ რძე
1 ჩ/კ მარილი
1ს/კ შაქარი
230გ ფქვილი
1 ს/კ გამაფხვიერებელი
1/2  გახეხილი ყაბაყი
50გ გახეხილი ყველი

მომზადება:
გატეხეთ კვერცხი თასში, დაამატეთ ზეთი, რძე, მარილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, კარგად გათქვიფეთ და შეურიეთ ფქვილი. როდესაც ცომიმ მზადაა შეურიეთ გახეხილი ყაბაყი და ყველი, კოვზით კარგად ამოურიეთ, გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმებში (თუ არ გაქვთ მაფინის ფორმები, შეგიძლიათ ერთ დიდ ფორმაში გამოაცხოთ)
გამოაცხეთ 180° ზე 25წთ.
ყაბაყის მაფინები არის ძალიან სასარგებლო, ჯანსაღი და გემრიელი. ნამდვილად მოიგებთ თქვენი პატარების გულს... შეგიძლიათ მოამზადებინოთ მათ, ასე უფრო გემრიელად შეჭამენ. 
შეგიძლიათ ნებისმიერი ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ, მაგ: ბარდა, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი, თევზი, ხაჭო, არჩევანი თქვენზეა

Nessun commento:

Posta un commento

ბროკოლის კატლეტები უსწრაფესი, უჯანსაღესი და უგემრიელესი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. 200გ ბროკოლი 100გ საფანელი 1 კვერცხი 50გ პარმეზანი...