3. როდის მივცეთ წამალი
4. აცრა
5. დავამარცხოთ ინფექცია და არა სიცხე
6. როგორ მოვიქცეთ
7. რა არ გავაკეთოთ
”როდის არის საჭირო ბავშვებისთვის მედიკამენტების მიცემა სიცხის დასაძლევად?”: ეს პედიატრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა. ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ შემაშფოთებელი სიმპტომის შესახებ, რომელიც ახლავს ბავშვთა ზოგიერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს. შევეცადოთ განვმარტოთ იმით, თუ რა არის მიზეზი, რის გამოც გვიწევს სიცხე.
1. რატომ არსებობს სიცხე
როდესაც თავს გვესხმის რაიმე მიკრობი ან ვირუსი, რომელიც აზიანებს ჩვენს ქსოვილებს (მაგალითად, სტრეპტოკოკი, რომელიც იწვევს ყელის ტკივილს, ან ვირუსი, რომელიც თავს ესხმის ნაწლავებს ან ფილტვებს), სხეული რეაგირებს იმუნური სისტემის გააქტიურებით.
ჩვენი იმუნური სისტემა წარმოვიდგინოთ, როგორც საავიაციო, საზღვაო და სახმელეთო ჯარებით აღჭურვილი არმია, რომელთაც უნდა დაამარცხონ საშიში მტერი, ვირუსი ან ბაქტერია,რომელმაც შეუტია ჩვენს ორგანიზმს. იმუნური სისტემა (თავდაცვის სამინისტრო) ბრძანებს კონტრშეტევას: ზოგიერთი უჯრედი სისხლში მიემგზავრება აგრესორების (ზოგიერთი ტიპის ლიმფოციტების) მოძიებისთვის, სახმელეთო ჯარები (ლეიკოციტები და მაკროფაგები) იკვლევენ მათ მდებარეობას , შემდეგ სხვა უჯრედები წარმოქმნიან თავდაცვით სისტემებს (ანტისხეულებს) და ა.შ. იარაღებს შორის, რომელსაც თავდაცვის სისტემა იყენებს, არის ტემპერატურის ზრდა; რადგან, მიკრობები ტემპერატურის მატებას ვერ იტანენ. 36-37 ° C მათთვის ძალიან კომფორტული ტემპერატურაა და შეუძლიათ დიდი ხნით გვესტუმრონ.თუ ტემპერატურა იქნება მათთვის ძალიან მაღალი, ისინი მარტივად შეიბრაწებიან.
ჩვენი სხეულის ტემპერატურას აკონტროლებს სპეციალური თერმოსტატი, რომელიც გვაქვს ტვინში, უფრო სწორედ ჰიპოთალამუსში. ჩვენი სხეულის ზოგიერთი დამცავი უჯრედი პასუხისმგებელია რთული მექანიზმის საშუალებით შეცვალოს "თერმოსტატი" უფრო მაღალ ტემპერატურაზე: ამ პროცესის ეფექტებს შორის ასევე არის კანის ვაზოკონსტრუქცია სითბოს დისპერსიის შესამცირებლად (და ამიტომ ჩვენ ვხდებით ფერმკრთალი), და კუნთების შეკუმშვის სტიმულირება (კანკალი), რომლის მოძრაობის საშუალებით ტემპერატურა იცვლება.
2. სიმპტომი თუ თავდაცვა
პედიატრებმა იციან, რომ სიცხე არ არის ცუდი სიმპტომი, არამედ ჩვენი სხეულის რეაქციაა, რომელიც იცავს თავს დაავადებისგან. ცხელება მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობს ბრძოლა (ექიმები მას ანთებას უწოდებენ) და რომ ჩვენი თავდაცვის სისტემა მუშაობს მის მოგვარებაზე. ამ ეტაპზე იბადება კითხვა: თუ სიცხე წარმოადგენს სხეულის თავდაცვისუნარიანობის ნიშანს, რატომ გვინდა მისი შემცირება დამწევი საშუალებებით? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩატარდა რამდენიმე კვლევა და დადასტურებულია, რომ ზოგიერთი ინფექციური დაავადების დროს სიცხის საწინააღმდეგო წამლების გამოყენება ახანგრძლივებს პათოლოგიურ მდგომარეობას. სერიოზული არაფერია, მაგრამ ადვილი მისახვედრია: არ არის აუცილებელი სიცხის დაწევა ინფექციური დაავადებისგან განკურნებისთვის. სიცხის დამწევი წამლის მიღება, არ შველის ორგანიზმს და არ უწყობს ხელს გამოჯანმრთელებაში.
3. როდის მივცეთ წამალი
სიცხის დამწევი საშუალება უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აქვს ტკივილი, ანუ თუ დაავადება იწვევს ტკივილს, კვების (სმის ან ჭამის) გაძნელებას ან ძილიანობას. ამიტომ, ბავშვს მივცემთ პარაცეტამოლს ან იბუპროფენს (ერთადერთი სიცხის დამწევი პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია ბავშვებში) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისუსტე, რომელიც ხელს უშლის მათ ნორმალურ საქმიანობას. თუ ბავშვს აქვს ცხელება 39 ° C და არ გრძნობს თავს განსაკუთრებით ცუდად, არ არის საჭირო პრეპარატის მიცემა. თუ ბავშვს აქვს 37.5 ან 38 ° C ტემპერატურა და აქვს თავის ან ყურის ტკივილი, ან ყელის ტკივილის გამო ყლაპვა არ შეუძლია, მაშინ მას დავეხმარებით ამ შემაშფოთებელი სიმპტომების მოცილებაში პრეპარატით. სიცხიანი ბავშვის მკურნალობის ძირითადი მიზანი უნდა იყოს მისი ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება,და არა სხეულის ტემპერატურის დარეგულირება.
4. აცრა
კიდევ ერთი ხშირად დასმული კითხვა ეხება სიცხეს, რომელიც ბავშვის აცრის დროს ჩნდება: საჭიროა მისი დაწევა? და სწორია თუ არა ვაქცინაციამდე პარაცეტამოლის მიღება, რომ არ მისცეს ბავშვს სიცხემ? მკვლევარებმა შეამოწმეს პარაცეტამოლის მიღების ეფექტი 400-ზე მეტ ბავშვზე სიცოცხლის პირველი წლის ვაქცინაციის დროს. ბავშვებში, რომლებსაც პარაცეტამოლი ჰქონდათ მიღებული, სიცხე უფრო იშვიათად იწევს, ვიდრე იმ ბავშვთა ჯგუფში, რომლებიც აცრეს პრეპარატის გამოყენების გარეშე, მაშინაც კი, თუ მაღალი სიცხეების ეპიზოდები ორივე ჯგუფში იგივე იყო. ამასთან, ანტისხეულების წარმოქმნა უფრო დაბალი იყო ბავშვებში, რომლებიც პარაცეტამოლს იღებდნენ. ვაქცინაციის ციკლის ბოლოს, ყველა ბავშვს ჰქონდა ანტისხეულები,დაავადებისაგან თავის დასაცავად , მაგრამ იმ ბავშვებს, რომლებსაც პარაცეტამოლი არ მიუღიათ, ანტისხეულები უფრო მეტი ჰქონდათ. ამრიგად, ეს კვლევა ასევე ადასტურებს სიცხეს და იმუნური სისტემის აქტივობას შორის კავშირს: თუ ვაქცინაციის დროს გამოიყენება სიცხისდამწევი პრეპარატები, რომელიც ხელს უშლის მაღალი ტემპერატურის ეპიზოდებს, იმუნური სისტემის აქტივობა მცირდება.
5. დავამარცხოთ ინფექცია და არა სიცხე
სიცხე არის პასუხი ინფექციაზე, ფენომენი, რომელიც ყველა ძუძუმწოვარშია და მრავალი მილიონი წლის განმავლობაში არსებობს, ბევრად უფრო დიდი ისტორია აქვს, ვიდრე მაშინ, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს წამლების წარმოება მისი აღკვეთის მიზნით. სინამდვილეში, ადამიანი ერთადერთი ცხოველის სახეობაა, რომელიც განზრახ ცდილობს ტემპერატურის დაწევას . უნდა გვახსოვდეს, რომ მაღალი სიცხე სულაც არ ნიშნავს, რომ დაავადება უფრო მძიმეა; ტიპიურია მეექვსე დაავადების მაგალითი: სიცხე, რომელსაც იწვევს მიკრობი, რომელიც თავისმხრივ იწვევს ინფექციას, ზოგადად ძალიან მაღალია და შეიძლება გაგრძელდეს 3-5 დღის განმავლობაში, მაგრამ მეექვსე დაავადება სრულიად უვნებელია და არ აქვს გართულებები. გარდა ამისა, მშობლებმა უნდა იცოდნენ პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და რისკების შესახებ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ სიცხე არ გტკივათ და არ არის ცუდი, მაგრამ ეს ინფექციის ბუნებრივი პასუხია. ეს არის ინფექცია, რომლის წინააღმდეგაც უნდა ვიბრძოლოთ და არა სიცხე დავწიოთ.
6. როგორ მოვიქცეთ
გყავდეთ პატარა რაც შეიძლება სიგრილეში, ჩააცვით ცოტა.
თავიდან აიცილეთ გაუწყლოება , მიეცით ბევრი სითხე, სასურველია მცირე ყლუპებით: წყალი, ხილის წვენები ან აღმდგენი საშუალებები (მინერალური მარილები) განსაკუთრებით თუ პატარას აქვს ფაღარათი ან პირღებინება)
დარწმუნდით, რომ ის საკმარისად ისვენებს
თუ ბავშვს უყვარს ბანაობა, შეგიძლიათ აბანაოთ 37 ° C ტემპერატურაზე (არა ცივი!) ტემპერატურის დასარეგულირებლად.
7. რა არ გავაკეთოთ
არ დაათბოთ ოთახი, რომელშიც ბავშვი გყავთ.
არ დააფაროთ თბილად
იმისთვის რომ ტემპერატურა დაწიოთ, არასდროს მისცეთ დიდი დოზით წამალი ან სხვადასხვა წამალი ერთად
წყარო: uppa.it
Nessun commento:
Posta un commento