lunedì 21 dicembre 2020

ბროკოლის კატლეტები

უსწრაფესი, უჯანსაღესი და უგემრიელესი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის.

200გ ბროკოლი

100გ საფანელი

1 კვერცხი

50გ პარმეზანი ან სხვა მშრალი ყველი

ცოტაოდენი მარილი


მომზადება:

მოხარშეთ ორთქლზე ბროკოლი,  ჩაჭყლიტეთ ჩანგლით, დაამატეთ ყველა ინგრედიენტი, ამოაგუნდავეთ, ამოავლეთ საფანელში და  შეწვით ტაფაში ან ღუმელში( ბავშვებისთვის უკეთესია ღუმელში) 

მიირთვით გემრიელად❤

lunedì 14 dicembre 2020


10 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ახალშობილებზე


 ბავშვის დაბადება თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მოვლენაა.

აქ არის ჩამოთვლილი ათი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, რომლებსაც ახალი მშობლები ხშირად სვამენ.

1. იღებს თუ არა ჩემი ბავშვი საკმარის რძეს?

ჩვილები ჭამენ სხვადასხვა ტემპით, ზოგი მოითხოვს მოკლე და ხშირ კვებას, ზოგი მეტს ჭამს და დიდ შუალედებს აკეთებს, მაგრამ ზოგადად, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ იმდენჯერ, რამდენადაც იგი ითხოვს, ის მოიმატებს შესაბამისად და დაასველებს და გაჭუჭყავს დიდი რაოდენობით საფენებს.   გარდა ამისა, თუ მას კარგად სძინავს, რეგულარულად ჭამს და ბედნიერია, როდესაც ღვიძავს, ეს ნიშნავს, რომ ის საკმარის რძეს იღებს.  ამასთან, გახსოვდეთ, რომ თუ ბავშვი ჭირვეულობს, შიმშილი ყოველთვის არ არის ამის მიზეზი.

2. ცხელა თუ სცივა ჩემს ბავშვს?

 შეეცადეთ თქვენი ბავშვი კომფორტულ ტემპერატურაზე იყოს.  16-20 ° C ტემპერატურაზე საკმარისია მსუბუქი ბამბის ტანსაცმელი და  რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ბავშვი, რომ დარწმუნდეთ, რომ არ სცხელა - ამის შემჩნევა მარტივად შეგიძლიათ მკერდზე ან კისრის უკან შეხებით.  თუ კანი ძალიან ცხელი ან ოფლიანია, თხლად ჩააცვით, ან ერთი ფენა გახადეთ. თუ გრძნობთ, რომ ის ცივია და ჭირვეულობს, ჩააცვით თბილად. 

3. ტანსაცმლის რამდენი ფენა უნდა ატაროს ბავშვმა?

 რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია სეზონზე და ამინდზე.  თავიდან რეკომენდებულია ჩვილს ჩააცვათ ერთ ფენაზე მეტი, თქვენთან შედარებით. მაგალითად, თუ თქვენ გაცვიათ ელასტიური ბამბის შარვალი , პერანგი და წინდები, მაშინ კომბინიზონი და ქვედა პერანგი შეიძლება საკმარისი იყოს თქვენი ბავშვისთვის.  თუ გცივათ და პერანგის ზემოდან მაისურიც გაცვიათ, მაშინ ბავშვის ტანსაცმელსაც დაამატეთ ერთი ფენა.  გახსოვდეთ, რომ ბავშვებს არასოდეს არ უნდა ეხუროთ ქუდი დახურულ სივრცეში და  როდესაც სახლში დაბრუნდებით, გახადეთ თბილი ტანსაცმელი, მაშინაც კი, თუ ბავშვს სძინავს.

4. როდიდან შეგვიძლია ბავშვის გარეთ გაყვანა?

ბავშვის გაყვანა შეგიძლიათ როგორც კი მზად იქნებით, არ იჩქაროთ. თუ თქვენი ბავშვი ჯანმრთელია და კარგად გრძნობს თავს და არ გეშინიათ, პირველი  კვირიდანვე შეგიძლიათ გასვლა,  სუფთა ჰაერი  აუცილებელიც კია. დაიწყეთ მოკლე გასეირნებებით

5. რა პროდუქტები გამოვიყენო ჩემი შვილის პირადი ჰიგიენისთვის?

გირჩევთ, არ გამოიყენოთ შაპუნები და ტანის მოვლის საშუალებები სულ მცირე, პირველი თვის განმავლობაში.  ბავშვის კანი ძალიან გამტარი და მგრძნობიარეა და დასაწყისში საჭიროა მხოლოდ ონკანის წყალი.  საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ დამცავი კრემი, მაგრამ თავიდან აიცილეთ დამატენიანებელი საშუალებები, საპნები, შამპუნები და ა.შ.

6. უნდა გავაღვიძოთ ბავშვი გამოსაკვებად?

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, განაგრძეთ რეჟიმი პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში და აჭამეთ მისი მოთხოვნილების შესაბამისად. ასევე ღამის კვება მშვიდი და პატარა განათებით, რომ ასწავლოთ თქვენს ბავშვს დღე და ღამის გარჩევა.

თუ ბავშვი საკმარისად იმატებს წონაში და არ ითხოვს ღამის საკვებს, მაშინ მისი გაღვიძება არ არის საჭირო.  თუ პირიქით, იგი ნელა იმატებს წონაში, აქვს სიყვითლე ან სხვა პრობლემები, გირჩევთ გააღვიძოთ ბავშვი ღამით, რათა უზრუნველყოთ კვება მისი საჭიროებების შესაბამისად და  ესაუბრეთ ექიმს ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

7.რამდენი უნდა მოიმატოს ბავშვმა?

ახალშობილებში ხშირია ცხოვრების პირველ დღეებში წონის კლება.  ისინი დაიწყებენ წონის მატებას, როგორც კი დედის რძეს მიიღებენ. ამ პირველ დღეებში თქვენ იქნებით ექიმის მეთვალყურეობისა და მზრუნველობის ქვეშ, სანამ წონის მომატებას არ დაიწყებს, და კვება არ დასტაბილურდება. ამის შემდეგ წონა, რომელიც მან უნდა მოიმატოს დაახლოებით 150-200 გრამი იქნება კვირაში პირველი ოთხი თვის განმავლობაში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზრდა ინდივიდუალური თითოეული ბავშვზე.  თქვენი პედიატრი აუცილებლად გირჩევთ პატარას საჭიროებებთან დაკავშირებით.

8. რისი ჭამა / დალევა შეიძლება ძუძუთი კვების დროს?

კარგი ამბავი ის არის, რომ არაფერია განსაკუთრებული რისი ჭამაც გესაჭიროებათ ძუძუთი კვების პერიოდში, მოდუნდით.  ნებისმიერ შემთხვევაში, საკვები, მრავალფეროვანი და დაბალანსებული უნდა იყოს, დიეტა აუცილებელია თქვენი კეთილდღეობისთვის, რადგან ახალი ნამშობიარებელი ხართ და პატარას უვლით.  მოერიდეთ შაქრიან სასმელების ან ძალიან ბევრი კოფეინის მიღებას და გაითვალისწინეთ  დამატებითი D ვიტამინის მიღება.

9. რისი გაკეთება შეუძლია მამას დედის დასახმარებლად?

ბავშვის დაბადება საინტერესო მომენტია და ცვლის ასევე მამის ცხოვრებას;  მიუხედავად იმისა, რომ მას სურს დახმარება, მან შეიძლება იფიქროს, რომ ეს ყველაფერი დედის საქმეა, განსაკუთრებით ძუძუთი კვების დროს. ახალშობილზე ზრუნვის დროს ბევრი რამ არის გასაკეთებელი, გარდა კვებისა, მათ შორის მისი გაბანება, ჩაცმა, საფენის გამოცვლა, ჩახუტება, საწოლში ჩაწვენა.  დაუთმეთ მამიკოს და პატარას შესაფერისი სივრცე და ნახავთ, რომ  მათი კავშირი გამტკიცდება.

10. როდის დაიწყებს ჩვენი ბავშვი ღამით დაძინებას?

 საუკუნის საკითხი!  ეს დამოკიდებულია უამრავ რამეზე, როგორიცაა ბავშვის ასაკი, წონა, როგორ და რამდენი სძინავს დღის განმავლობაში, თვითდაწყნარების უნარი, გარემო, სადაც მას სძინავს და მშობლების მიდგომა.  ზოგადად ნორმალურია ჩვილების გაღვიძება ჭამის დროს ან სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყურადღების მიქცევის გამო. ამის შემდეგ, თუ ბავშვის გამოღვიძება ღამით ხდება უმართავი, ესაუბრეთ პედიატრს, რადგან არსებობს მეთოდები, რომლებიც  ხელს უწყობს ძილის საათების გახანგრძლივებას ღამით.



giovedì 10 dicembre 2020

სირი, თოვლის პაპა არსებობს?




ჩვენს ხმოვან ასისტენტებსაც კი სჯერათ მაგიური შობის .  უფრო სწორად, Siri, Alexa და Google ემორჩილებიან საშობაო ტრადიციას, რომელიც ჩვენს შვილებს ოცნების საშუალებას აძლევს.

ციფრული და ხმის ასისტენტები

დღეს ახალ თაობებს საკმაოდ კონფიდენციალური ურთიერთობა აქვთ ტექნოლოგიასთან, განსაკუთრებით ხმოვან ასისტენტებთან, რომლებიც ასევე ყოველდღიურად გვეხმარებიან  ჩვენც.

 ეს არის სათამაშო, მაგრამ ასევე ცოდნის ინსტრუმენტი ჩვენი ბავშვებისათვის.  მაგრამ ობიექტური ცოდნა ვერ ანადგურებს შობის მაგიას და, ზუსტად ამ მიზეზით, ხმოვანი ასისტენტები ობიექტურად არ პასუხობენ, მაგრამ რამდენიმე პატარა ხუმრობით, რითიც საშობაო ოცნებები არ იმსხვრევიან.

ვნახოთ  სირი თუ როგორ პასუხობს  სანტა კლაუსის არსებობის შესახებ კითხვას:

"მოიცადე ... თვითონ მას ვკითხავ "


Alexa, Amazon Echo- ს ხმის ასისტენტი, ასევე გონივრულად პასუხობს:


" მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ვიღაც  ნამდვილად ჭამს სანტასთვის განკუთვნილ ორცხობილებს"


 Google, თავის მხრივ, ძალიან სარკასტულია და ამბობს:


 "რა თქმა უნდა, მჯერა, მაგრამ საჩუქარს თუ მივიღებდი,კიდევ უფრო დავიჯერებდი"

დეველოპერებმა  დაარბილეს და დაამატეს მწირი ირონია, რომ კომპიუტერის ობიექტურობა გაეზარდათ და დაეტოვებინათ ადამიანური ემოციურობა.

ამასთან, ამ პატარა ხრიკის მიღმა ყოველთვის არის საჭირო იმის შეფასება, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი შვილები თანამედროვე ტექნოლოგიებთან, რომ ეს ყველაფერი ზრდის უსაფრთხოების ხარისხს და თავს უფრო მშვიდად და დაცულად ვგრძნობთ, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს.


 ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ყოველთვის გქონდეთ ყველანაირი ინფორმაცია, შეიძლება ჰქონდეს დადებითი მხარეები, მაგრამ ასევე ბევრი უარყოფითი მხარე.  ის ფაქტი, რომ ბავშვები ხშირად სარგებლობენ, შეიძლება მათ ძალიან სწრაფად გადალახონ ეტაპები.  ზუსტად ამის გამო, ისევე როგორც შობის შემთხვევაში, ნებისმიერ სხვა სფეროში სასურველია დაცულები იყვნენ ისინი, რათა განვითარება არ დაჩქარდეს და არ გამოგვრჩეს ზრდის მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

mercoledì 9 dicembre 2020

"სათამაშოების საპატიმრო"
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს წესრიგი



 როგორ ასწავლოთ თქვენს შვილებს პასუხისმგებლობის გრძნობა და წესრიგი?  "სათამაშოების საპატიმროთი".  გამჭვირვალე ყუთი, რომელშიც "დაპატიმრებულია"  სათამაშოები, რომლებიც უწესრიგოდ ეყარა სახლში და თუ  ბავშვებს უნდათ  მათი დაბრუნება, მათ მოუწევთ მათზე ზრუნვა და მოწესრიგება,  თამაშის შემდეგ.

 ამერიკული საგანმანათლებლო მომსახურების კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფოტო პოსტი ინსტაგრამზე საკმარისი აღმოჩნდა ბავშვებისთვის უნიკალური საგანმანათლებლო მეთოდის დანერგვისთვის.

ბავშვებში პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება,როდესაც თამაში მშობლებისთვის სასარგებლო იარაღი ხდება

 აშკარად უნიკალური საგანმანათლებლო მეთოდი შემოგვთავაზა სოციალური მედიის საშუალებით Servidio Education რაც გახდა მშობლებს შორის  დებატების მიზეზი, ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით.  სერვიდიომ თავის ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა დახურული გამჭვირვალე ყუთის (სათამაშოებით სავსე) ფოტო, რომელზეც ეწერა:
"სათამაშოების ციხე"
"თქვენ დატოვეთ გარეთ და მე ის ავიღე, მე მაქვს თქვენი ნივთები და თქვენ არ გაგიმართლათ. მათ დასაბრუნებლად გთხოვთ მოაწესრიგოთ ყველაფერი და ნივთები დაგიბრუნდებათ ძველებურად."
ხელს აწერს დედა.

მოწონებების წვიმა და დედებისა და მამების ენთუზიაზმი კომენტარებში, რომლებმაც გადაწყვიტეს მეთოდი გამოეყენებინათ და მათ მისი ეფექტურობაც კი დაადასტურეს.

 "სათამაშოების ციხე" 
 ციხე ხდება საგანმანათლებლო მეთოდი

 მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს მეთოდი გავდა ერთგვარ შანტაჟს, რკინის მუშტი მშობლებსა და შვილებს შორის, სინამდვილეში ეს მეთოდი მარტივი და ძალიან კონკრეტულია და პატარებს არ ვნებს.

 არ იცით როგორ იზრუნოთ თქვენს სათამაშოებზე და საკუთარ თავზე?  მაშინ თქვენი საყვარელი სათამაშოები იქნებიან "დაპატიმრებული". 
 ძილის დროა, არ მოგწონს მოწესრიგება? მაშინ როდესაც თქვენ გძინავთ, სათამაშოების შერიფი იწყებს ძებნას და თუ აღმოაჩენს გარშემო დარჩენილ სათამაშოებს, უმოწყალოდ დააპატიმრებს.  მათი დაბრუნება შეგიძლიათ, როდესაც ისწავლით მოწესრიგებას ან დავალების შესრულებას.

 სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა მეთოდმა გაააქტიურა მშობლების წარმოსახვა, რომლებიც ცდილობდნენ "სათამაშოების ციხის" (ინგლისურიდან) გადათარგმნას განსხვავებულად , რათა მათი შვილებისთვის უფრო შესაფერისი ყოფილიყო და აშკარად სასურველი და ენთუზიაზმით დასრულებული შედეგები ჰქონდათ.  რას ფიქრობთ თქვენ  ამ მეთოდზე? 

ბროკოლის კატლეტები უსწრაფესი, უჯანსაღესი და უგემრიელესი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. 200გ ბროკოლი 100გ საფანელი 1 კვერცხი 50გ პარმეზანი...