giovedì 29 ottobre 2020

 


13 კვირა

დედა:
პირველი ტრიმესტრი გალიეთ როგორც იქნა! გილოცავ...
მეორე ტრიმესტრი კი ყველაზე სასიამოვნო პერიოდია. უკვე აღარ გეშინიათ მუცლის მოშლის და აღარც ღებინება გაწუხებთ, შეგიძლიათ თამამად იყვიროთ რომ ფეხმძიმედ ხართ. ამ პერიოდში არც მუცლის სიმძიმე გაწუხებთ, დატკბით ამ 3 თვით. თავს ძალიან ენერგიულად იგრძნობთ, წესით დაღლილობამ და ძილიანობამ აღარ უნდა შეგაწუხოთ. ხშირად გინდებათ მოშარდვა, იმიტომ რომ საშვილოსნო იზრდება და აწვება შარდის ბუშტს. ცოტა ხანში მუცელი და გვერდები დაგეტყობათ, ეცადეთ კომფორტული ტანისამოსი იხმაროთ და წონას გაუფრთხილდით, ამ ტრიმესტრში დიდი რისკია რომ ძალიან მოიმატოთ. ნორმაა 400გ კვირაში და ეცადეთ ძალიან არ გადაამეტოთ. შეიძლება შეგაწუხოთ კუჭის წვამ და ძმარვამ. ძმარვისთვის სვით ბევრი წყალი და რძე. რძე ანეიტრალებს კუჭის წვენის სიმჟავეს. ღამით ეცადეთ თავი მაღალზე გედოთ.
პატარა:
ახლა მისი სიდიდე ერთი დიდი კრევეტის ზომისაა.. ყველა ორგანო ჩამოყალიბებულია და ეს კვირა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ყალიბდება მონელების სისტემა, თითის ანაბეჭდები და ხმის იოგები. ღვიძლი უკვე გამოიმუშავებს ნაღვლის სითხეს და პანკრეასი ინსულინს.
პატარა იწყებს ამნისტიური სითხის დაგემოვნებას, რისი გემოც იცვლება იმის მიხედვით, თუ რას მიირთმევთ.
უკვე იწყებს თქვენს მოსმენას, ეცადეთ ელაპარაკოთ და უმღეროთ ბევრი...
პროგრამა:
ევროპაში არსებობს მშობიარობის კურსები, სადაც თავს ძალიან მშვიდად იგრძნობთ, რადგან ყველაფერს აგიხსნიან და წარმოდგენა შეგეცვლებათ იმ ისტორიებზე, რასაც თქვენი მეგობრები და ნათესავები გიყვებიან. გიხსნიან ყველანაირ ტექნიკას, კვების, სუნთქვის, ტკივილის გამკლავების და რელაქსაციის საშუალებებს, ვარჯიშს, მუსთერაპიას და ფსიქოლოგიურ განწყობას, წაიყვანეთ ასევე თქვენი პარტნიორები.
საინტერესოა:
ამ პერიოდში გექნებათ პატარა ტკივილები, უეცარი მოძრაობების დროს, რადგან საშვილოსნოს მიბმულობა, მისი სიმძიმის გამო ძალიან მსუბუქია, ამიტომ შეიძლება ტონუსში შევიდეს, მკვეთრი მოძრაობებით. მიიღეთ თბილი წყლის აბაზანა, რომ კუნთები მოდუნდნენ და ეცადეთ ხისტი მოძრაობებისგან თავი შეიკაოთ.

Nessun commento:

Posta un commento

ბროკოლის კატლეტები უსწრაფესი, უჯანსაღესი და უგემრიელესი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. 200გ ბროკოლი 100გ საფანელი 1 კვერცხი 50გ პარმეზანი...