14 კვირა
დედა:
მუცელი უკვე დაგეტყოთ
ახლა უკვე შეუძლებელი იქნება მისი დამალვა, ან რატომ უნდა გვინდოდეს... თან ძალიან ლამაზი ხართ. ღებინება აღარ გაწუხებთ, მადა კარგი გაქვთ, თმა ძალიან მბზინვარეა და კარგადაც გძინავთ. თავს გადასარევად გრძნობთ. ახლა დიეტის დრო არაა, მაგრამ ეცადეთ არ გადაამეტოთ, რადგან ამ პერიოდში ხშირი იქნება კუჭის წვა და შეკრულობა. ეცადეთ ბევრი სეზონური ხილი და ბოსტნეული მიირთვათ.

მკერდი უფრო რბილი და მძიმე ხდება. შეიძლება შეამჩნიოთ ყვითელი გამონადენი მკერდიდან, ეს სითხე იქნება პირველი საკვები თქვენი პატარასთვის, როდესაც დაიბადება. ეს სიგნალია იმის რომ თქვენი მკერდი იწყებს რძის გამომუშავებას.
ყურადღება მიაქციეთ გახშირებულ შარდვას. თუ ამას ემატება სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა წვა შარდვის დროს და ტკივილი, აუცილებლდ მიმართეთ გინეკოლოგს და გაიკეთეთ შარდის ანალიზი. ამ პერიოდში ხშირია შარდის ბუშტის ანთება, ცისტიტი, რომელიც ანტიბიოტიკურ მკურნალობას საჭიროებს, გართულებები და მუცლის მოშლა რომ თავიდან აიცილოთ
ნაყოფი:
მასაც აღარ შეუძლია დამალვა, ძალიან სწრაფად იზრდება. ახლა მისი სიგრძე დაახლოებით 7სმ ია და დაახ. 23გ იწონის. დასრულებული ორგანოები მოქმედებაში ვარჯიშობენ, ამ კვირაში ჩამოყალიბდება ასევე ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს. სახეზე გამოიკვეთნენ ასევე ლოყები და თვალები ნელა ნელა უახლოვდებიან ერთმანეთს. ელენთა უკვე გამოიმუშავებს სისხლის წითელ უჯრედებს.
არ ჩერდება ერთი წამი, მისი მოძრაობები წააგავს თევზისას.
პროგრამა:
მოიქეცით ისე როგორც თქვენი პატარა, იმოძრავეთ !
თავს ნუ დაიღლით მაგრამ ეცადეთ არ ისხდეთ დივანზე მთელი დღე, იარეთ, განსაკუთრებით თუ ამინდი ხელს გიწყობთ.
თუ კიდევ არ გიყიდიათ შესაფერისი ტანისამოსი, შოპინგის დროა. ნუ ჩაიცმევთ მჭიდრო ტანისამოსს, იყიდეთ რამოდენიმე საორსულო კაბა და შარვალი.
საინტერესოა: პატარა ძალიან ბევრ ამნიოტურ წყალს ყლაპავს,რისი გემოც იმის მიხედვით იცვლება, თუ რას მიირთმევთ და ასევე იკვებება იმ ვიტამინებით რაც თქვენი საკვებიდან იგზავნება მასთან. ამიტომ თქვენი პატარას გემოვნება დამოკიდებული იქნება, იმაზე თუ რა გაასინჯეთ მას მუცელში. ეცადეთ ცოტა ცოტა ყველაფერი მიირთვათ, რომ შეეგუოს ყველა ტიპის გემოებს.
Nessun commento:
Posta un commento