mercoledì 28 ottobre 2020

უნაკლო ბავშვი არ არსებობს....

ბავშვის აღზრდა მოიცავს შეცდომებს, დაცემას, დაფიქრებას, რომლებიც სტიმულს აძლევენ ხვალინდელი დღის განვითარებას. შემოგთავაზებთ 6 ხერხს თუ როგორ გავზარდოთ ბავშვები

ვალენტინა ალიჩე ტომასელი- ფსიქოთერაპევტი

 

მშობლები ხშირად გამოხატავენ შეშფოთებას ბავშვის არასწორი საქციელის გამო ან სარისკო ქცევების გამო, ისინი წუწუნებენ, რადგან ბავშვი ცუდად რეაგირებს, არ სწავლობს ან თავის ოთახში იკეტება ვიდეო თამაშების სათამაშოდ. ხშირად კი არსებობენ სრულყოფილი ბავშვები და მოზარდები, რომელთა შესახებ არასდროს გსმენიათ, რადგან ისინი საკუთარ თავზე არასდროს საუბრობენ.
ისინი ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც სკოლაში ძალიან კარგად სწავლობენ, გამოირჩევიან სპორტში და თუ ახალ საქმიანობას იწყებენ, ისინი უკიდურესი ვალდებულებით ასრულებენ და ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებიან. ისინი საოცრად თავაზიანი, ყურადღებიანი, ზუსტი, ვალდებულებების და სხვების პატივისმცემელი ბავშვები არიან.
ისინი არასოდეს უშვებენ შეცდომას, არ აპროტესტებენ, ისინი ეგუებიან ნებისმიერ წინადადებას და აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას. მაგრამ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს იდეალი? და თუ ეს სრულყოფილი ბავშვი, გოგო ან ბიჭი ადრე თუ გვიან მარცხდება?
როდესაც ამ "სრულყოფილი ბავშვების ოჯახებს" ვაწყდები, მშობლები დიდი შიშით მოდიან კონსულტაციებზე: ის ბიჭი ან გოგო, ყოველთვის ყველაფერში კარგი, უცებ შეიცვალა. არიან ბავშვები, რომლებიც იწყებენ საწინააღმდეგო ქცევის გამოვლინებას და ისინი ყველანაირად ცდილობენ საყვედურით, ყვირილით და დასჯით აჩვენონ, რომ ისინიც შეიძლება "ცუდები" იყვნენ.
უბრალოდ მათ, ვისაც ყოველთვის ჰქონდათ მსუბუქი და მშვიდი დამოკიდებულება (დედების ცნობილი ფრაზაა: "ის ისეთი კარგია, სადაც დასვამ იქ იპოვი"). ბავშვები, რომლებიც მუდამ გულმოდგინედ ასრულებენ საშინაო დავალებებს, ნელა ნელა ავლენენ ნაკლებ ინტერესს ყველაფრის მიმართ, შეიძლება თავი აარიდოს სხვა ბავშვებთან ურთიერთობას და განუვითარდეთ მწუხარებისა და აპათიის შეგრძნებები.  ან გაუაქტიურდეთ ბავშვთა ასაკის დამახასიათებელი ქცევები (მაგალითად, მას ყოველთვის სურს დედასთან ყოფნა, ან სურს დახმარება ყველაფერში).  მან შეიძლება დაიწყოს გზების ძიება, რათა თავიდან აიცილოს შეფასების ნებისმიერი სიტუაცია, როგორც სკოლაში, ასევე თანატოლებთან ( მოიგონოს რაიმე სკოლაში არ წასვლის გამო, აღარ სურდეს სხვა სპორტის თამაში და აღარ მოუნდეს თანატოლებთან წვეულებებზე წასვლა).

მიეცით ცოტაოდენი სივრცე, დრო და თავისუფლება!
თუ მშობელი განიცდის იმედგაცრუებას იმის გამო, რომ მისი შვილი წარუმატებელია , იგივენაირად განიცდის ბავშვი ტანჯვას და დანაშაულის გრძნობას, რადგან არ გრძნობს თავს იმ დონეზე, რა დონესაც მშობელი ითხოვს მისგან.
შესრულების შფოთვა, რომელიც უზრუნველყოფს ბრწყინვალე შედეგებს მოკლევადიან პერიოდში, იგივენაირად უზრუნველყოფს წლების განმავლობაში  მოზარდის ემოციურ ბლოკებს, რომელიც შეცდომის დაშვების შიშით აირჩევს რისკს და, შესაბამისად, დაბლოკილი დარჩება არჩევანისა და რისკის წინაშე, ზრდის პროცესში. ბავშვს, ფაქტობრივად, მიმზიდველად მიაჩნია მშობლების მოლოდინებზე პოზიტიური პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ ეს, როგორც წესი, უმარტივესი ხერხია იმისთვის რომ გაფასებდნენ და უყვარდე.
მაგრამ დღეს დედებისა და მამების მოლოდინი სულ უფრო მაღალი და არაადეკვატურია ბავშვის ასაკისთვის. ისტატის თანახმად, ბავშვების დაახლოებით 20% არ აქვს თავისუფალი დრო კვირის განმავლობაში. გარდა სკოლისა და საშინაო დავალებისა, ბავშვი უნდა მისდევდეს სპორტს, ისწავლოს მუსიკალური ინსტრუმენტი, იაროს თეატრალურზე, შეისწავლოს უცხო ენები. თუმცა ამ გზით ბავშვს ძალიან ცოტა დრო და სივრცე რჩება საკუთარი თავისთვის. მათი მთავარი მიზანია ახალი საგნების სწავლა და გამარჯვება. დაბოლოს, იშვიათია, როცა შემეცნების და შესრულების, წარმატების მოთხოვნა კომპენსირდება ემოციური კომპეტენციის განვითარებისადმი გულგრილობით. ბოლოს ეს სრულყოფილება არის სტატიკური, მყარი და დაბლოკილი. 
ევოლუცია მოიცავს შეცდომებს, დაცემებს, გააზრებებს, რაც ხელს უწყობს ახალი მოსაზრებების განვითარებას და განვითარების ახალ შესაძლებლობებს. აქ მოცემულია ექვსი გზა, რომლითაც თქვენს შვილებს დაეხმარებით სწორ განვითარებაში:

1.არ მოინდომოთ მათი პრობლემების მყისიერი მოგვარება.
 მიეცით ბავშვებს მცირე იმედგაცრუებისა და შეცდომის დაშვების უფლება. და ასევე პირადი სირთულეების გადაჭრის საშუალება, რომელიც ვერ იქნება ჩვენეული, მაგრამ დაეხმარება მათ საკუთარი გრძნობების და შესაძლებლობების მართვაში. მიეცით საშუალება მათ უკეთ გააცნობიერონ თავიანთი შესაძლებლობები, ავტონომია და მიბაძვითი და დამამშვიდებელი ქცევით არ შემოიფარგლონ. ნუ მოუგვარებთ შვილებს ყველა პრობლემას თქვენეულად.

2.დააჯილდოვეთ მათი მონდომება და არა მხოლოდ შედეგი
თუ ბავშვმა გაიმეორა ლექსი ნახევარი დღე და მეორე დღეს სკოლაში დამაკმაყოფილებელი  ნიშანი მიიღო,  არ არის საჭირო უთხრათ მას, რომ მას შეეძლო უფრო მაღალი შეფასების მოპოვება. უმჯობესია გავიგოთ, რატომ არ ეხმარება შფოთვა საკუთარი თავის გამოხატვაში.

3.მოთხოვნებში შეიტანეთ თანმიმდევრულობა, რაც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მე არ შემიძლია ვთხოვო ბავშვს, ისწავლოს ორი უცხო ენა და შემდეგ მე მივეხმარო  საჭმლის ჭამაში. ყველაფერს თავისი დრო და საფეხური უნდა მიანიჭოთ, რომ ბავშვებში არ გამოიწვიოთ აშლილობა.

4.გადააფასეთ ოჯახის დინამიკა, უფრო მეტი ადგილი დაუთმეთ საუბარს და დიალოგებს, განსჯის და ნეგატიური შეფასების გარეშე. მაგალითად, ეთამაშეთ  ისეთი თამაშები, სადაც გამარჯვებული და წაგებული არ არსებობს და სადაც არაფერია მისაღწევი.

5.ემოციური და შემეცნებითი განვითარება ერთ დონეზე დგანან, უბრალოდ სხვადასხვა რითმი აქვთ. თქვენს შვილს ნუ დაუგეგმავთ დროს და დააკისრებთ ვალდებულებებს,  მიეცით მეტი თავისუფალი დრო, რომელიც დაეხმარება მას უფრო მეტად განავითაროს თავისი ინტერესები და განთავისუფლდეს დაგროვილი სტრესისგან.

6.უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ არ არსებობენ სრულყოფილი შვილები და არც სრულყოფილი მშობლები. ეცადეთ გადახედოთ საკუთარ შესაძლებლობებს და თქვენს არასრულფასოვნების შეგრძნებებს ნუ გამოიყენებთ ბავშვის პირადი იდეალების პროეცირებისთვის, იმის მისაღწევად რაც წარსულში არ ან ვერ იქნა თქვენგან მიღწეული.
კარგი დასაწყისი იქნება ბავშვებს მისცეთ უფლება აზრების  გამოხატვის თავისუფლებისა და შეიყვაროთ ისინი მათი შეცდომების და უუნარობის მიუხედავად, ისეთები როგორებიც არიან <3

წყარო: uppa.it

Nessun commento:

Posta un commento

ბროკოლის კატლეტები უსწრაფესი, უჯანსაღესი და უგემრიელესი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. 200გ ბროკოლი 100გ საფანელი 1 კვერცხი 50გ პარმეზანი...