sabato 31 ottobre 2020

 ბავშვთა კვება

კვება არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობაზე.
რძე არის პირველი საკვები, რომელსაც ახალშობილი იღებს დაბადებიდან და რომელიც საკმარისი იქნება სიცოცხლის მეექვსე თვემდე მისთვის ყველა სპეციფიური ნივთიერებების უზრუნველსაყოფად. შემდგომში, დამატებითი კვების დაწყებისთანავე, მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ გადაწყვეტთ რომ ავტო კვებას მიმართოთ, ნიშნავს რომ  ბავშვი ეკონტაქტება საჭმელს, რომელსაც სუფრაზე პოულობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ჯანსაღი კვებისადმი ჰქონდეთ ინტერესი. ჯანსაღი კვების წესები, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან მავნე და დაუმუშავებელი საკვები და მივანიჭოთ უპირატესობა ახალ საკვებს.
ამრიგად, ბავშვების კვების განათლება გადის მათი მშობლების კვების ჩვევების იმიტაციაზე; მოზრდილებთან ერთად სუფრასთან ყოფნა ასევე გულისხმობს ურთიერთობების გამყარებას.
უამრავი საშუალება არსებობს, იმისთვის რომ არასასურველი საკვები ბავშვებისთვის მადის აღმძვრელ კერძებად გადავაქციოთ: მთავარია საკვები იყოს დაბალანსებული,
ჯანსაღი და მრავალფეროვანი. სწორი კვება არის კეთილდღეობის საწყისი წერტილი და პირველი ნაბიჯი ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ბავშვთა სიმსუქნე.

giovedì 29 ottobre 2020


 17 კვირა

დედა:
მეხუთე თვეც მოგვიახლოვდა.უკვე მოიმატეთ 2-5 კილომდე. იზრდებით თქვენს პატარასთან ერთად.
დიდი ყურადღება მიაქციეთ სისხლის მიმოქცევას და წნევას. შეიძლება ვარიკოზულმა ვენებმა და ფეხების კრუნჩხვამ შეგაწუხოთ, რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოს სიდიდით და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შესქელება. ეცადეთ ფეხები მაღალზე გელაგოთ ღამითაც, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ ეს სიმპტომები. გაიკეთეთ ცივი წყლის აბაზანები. არის ასევე კრემები, რომლებიც შეღავათს მოგცემთ, მაგრამ აუცილებლად ექიმის დანიშნულებით. ძალიან კარგი იქნება B ვიტამინის მიღება. ბალიშის გამოყენება ძალიან დაგეხმარებათ, თუ გაწუხებთ ასევე საჯდომის ნერვი, და მოუსვენარი ფეხები( სინდრომია ასეთი, მოსვენებით პოზიციაში ტკივილი იცის, ანუ სულ გინდა რომ ამოძრაო) ორივე ძალიან ხშირია ფეხმძიმობისას.
ოფლიანობა გაქვთ, ასევე შეიძლება ვაგინალური გამონადენი გქონდეთ და ასევე ჩაკეტილი ცხვირი. ეს ყველა ეფექტი, არტერიული წნევის მომატებისგანაა გამოწვეული.
პატარა:
ეცადეთ არ იხმაუროთ ძალიან და მოერიდოთ ხმაურიან ადგილებს. ახლა თქვენს პატარას ყველაფერი ესმის და შეიძლება შეეშინდეს ძალიან. მისი სმენის ორგანო უკვე ჩამოყალიბებულია, ასევე სასუნთქი სისტემა. ტრაქეა უკვე თავის ადგილზეა. ამ კვირიდან პატარას ორგანიზმი დაიწყებს ცხიმის გამომუშავებას, რომელიც დაგროვდება კანის ქვეშ. აუცილებელი ფაქტორი, მეტაბოლიზმის განვითარებისთვისა და სითბოს რეგულაციისთვის.
ძვლების ჩამოყალიბება მიმდინარეობს სწრაფი ტემპით, მაგრამ მშობიარობამდე დარჩებიან ელასტიურები. ძალიან ბევრს და სწრაფად მოძრაობს. მონელების სისტემა იწყებს მეკონიუმის გამომუშავებას, პირველი კუკები, რომელსაც იზამს თქვენი პატარა, როგორც კი დაიბადება. პლაცენტა უფრო დაგრძელდა, დამსხვილდა და გამკვრივდა.
პროგრამა:
ეცადეთ კანს მიხედოთ და არ დაიძინოთ მუცლით მაღლა. ატარეთ ჩანთით ტკბილი კარამელი, კამფეტები. შეიძლება მოულოდნელად წნევა დაგეცეთ და მზად იყავით.
შოპინგი! თუ უკვე იცით სქესი, არ დაგაბნიოთ ვარდისფერმა და ლურჯმა, ეცადეთ ბევრი ფერი ცადოთ. თეთრი ფერი ძალიან უხდებათ ახალდაბადებულებს ❤
პროგრამა:
თუ მეორე, მესამე ან მეოთხე შვილს ელოდებით, უკვე ვეღარ დამალავთ და აუცილებელია უთხრათ შვილებს ამის შესახებ. არ შეგეშინდეთ, აუცილებლად ნეგატიური არ იქნება მათი რეაქცია. უბრალოდ აუხსენით მარტვად და უპასუხეთ მათ კითხვებს. მიიხმარეთ თქვენი შვილები პატარას დახვედრაში, მათი მონაწილეობა გააადვილებს ყველაფერს.

წყარო: imamma.it

 


16 კვირა

დედა:
თავს გადასარევად გრძნობთ ხომ? ახლა ნამდვილად იწყება თქვენი ფეხმძიმობის ულამაზესი პერიოდი. თმა და კანი გიბრწყინავთ, ცხოვრებაში ერთთადერთხელ, შეგიძლიათ მადლობა მოუხადოთ ჰორმონებს))
ამ კვირაში შესაძლებელია დიდი საჩუქარი მიიღოთ, ალბათ პატარას მოძრაობას იგრძნობთ. შეიძლება მოგეჩენოთ რომ ჰაერი მოძრაობს მუცელში, დაახლოებით ისე, როცა წვნიან ლობიოს მიირთმევთ )) მაგრამ დააკვირდით, თუ მოძრაობა მალევე განმეორდა, იგივე ადგილას, ესეიგი თქვენი პატარა გიკაკუნებთ, მაგრამ შეიძლება ეს არ მოხდეს ამ კვირას, ზოგადად 16-20 კვირამდე უნდა იგრძნოთ, თუ პირველი შვილია
განსაკუთრებით მაშინ უნდა ელოდოთ მეტი.
თუ ტონუსი მოგემატათ ამ კვირაში, არაფერია სანერვიულო. იმ შემთხვევაში დაურეკეთ თქვენს ექიმს, თუ თან ახლავს ძლიერი, ხშირი ტკივილი. პირველი სტრიები?? სასწრაფოდ მიაშველეთ ნუშის ზეთი, სანამ გვიანი არაა.
პატარა:
ფეხები უფრო გრძელი აქვს, ხელებთან შედარებით და გამუდმებით იქნევს. ახლა მისი სიგრძე დაახ. 17სმ ია და იწონის 100გ ან ცოტა მეტს. მუშტის შეკვრა იცის, სვამს გამუდმებით ამნიოტურ წყალს, თამაშობს პლაცენტით. მისი სისხლის მიმოქცევის სისტემა და საშარდე გზები, დღითი დღე ვითარდებიან. ყოველ 50-150 წუთში შარდავს. ეხოსკოპიაში უკვე მარტივად ჩანს მისი ხერხემალი, ფეხები, ხელები და მონელების სისტემა. ძალიან ბევრს მოძრაობს, 1სთ-ში დაახლოებით 20-ჯერ იცვლის პოზიციას.
პროგრამა:
უკვე დროა გაიკეთოთ ამნიოსინთეზი... თუ ხართ 35 წლის ზევით, თქვენ ხართ რისკის ქვეშ, რომ თქვენი შვილი დაიბადოს დაუნის სინდრომით. ეს გამოკვლევა დაგეხმარებათ გაიგოთ თქვენს შვილს თუ აქვს რაიმე ქრომოსომული დარღვევა. მუცლიდან გრძელი ნემსით იღებენ ამნიოტურ წყალს და ხდება მისი გამოკვლევა, ასევე სისხლის ანალიზით და კიდევ კისრის მალების და ცხვირის ძვლის გამოკვლევით.
არ დაგავიწყდეთ რომ იკვებოთ კარგად. ბევრი ხილი და ბოსტნეული, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ასევე დიეტური პროდუქტი, რომელიც შეკრულობის დაძლევაში დაგეხმარებათ. იმოძრავეთ ასევე ბევრი. სანამ თავს კარგად გრძნობთ და შეგიძლიათ, წადით სამოგზაუროთ. 32 კვირამდე შეგიძლიათ მოგზაურობა.
საინტერესოა:
იცოდით რომ დღიური კალორიების ზომას, უნდა დაამატოთ 270კკლ ექსტრა, პირველ ტრიმესტრში მხოლოდ 70კკლ ხოლო მეორე ტრიმესტრში 500კკლ ,რომელიც ვიტამინების სახით ჭირდება თქვენს ორგანიზმს, გარდა ვიტამინების კომპლექტის, რომელსაც იღებთ ექიმის დანიშნულებით.

 


15 კვირა

დედა:
ჰორმონების შეტევა იკლებს და თქვენ თავს ყოველდღე უკეთ გრძნობთ. თქვენი საშვილოსნო ახლა დიდ ნესვს გავს. თუ შეეხებით თქვენს მუცელს ჭიპიდან 2-3სმ ქვემოთ იგრძნობთ მის მდებარეობას. ტონუსი იმატებს და შეიძლება მუცლის ქვემოთ იგრძნოთ ჭვალი და პატარა ტკივილები, ბუნებრივია.
ძალიან ძლიერია მადა, ეცადეთ როგორმე აკონტროლოთ.
ერთი კარგი ამბავი მამიკოებისთვის. რადგან კრიტიკულმა პერიოდმა გაიარა, სექსუალური კავშირის სურვილიც დაბრუნდა, ამიტომ ეცადეთ მოუწყოთ თქვენს მეუღლეს რომანტიული საღამო.. ❤
პატარა:
თქვენი პაწია ახლა 10სმ სიგრძისაა და 50გ იწონის თითქმის. თავზე გამოჩნდნენ თმები. კანი ძალიან თხელია და მარტივად შეიძლება დაინახო არტერიები და სისხლძარღვები. მიიღეთ საკმარისი რკინა, მისი ძვლებისთვის და ასევე ცხიმოვანი მჟავეები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მიელინის განვითარებას, ძალიან საჭირო ნივთიერება ნერვების განვითარებისთვის.
თვალები დახუჭული აქვს და დღეიდან შეუძლია მოისმინოს ყველაფერი, გარესამყაროდან. ელაპარაკეთ ბევრი, ნუ შეგრცხვებათ, მათ მუცლიდანვე სჭირდებათ სითბო, არავის ეგონებით სულელი.. ეცადეთ თქვენი პარტნიორიც აიყოლიოთ.
პროგრამა:
თუ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ სქრინინგი ქრომოსომებზე, ისევ შეგიძლიათ. თუ 38 წელს გადასცდით, თქვენი გინეკოლოგი აუცილებლად გირჩევთ ამ ანალიზის გაკეთებას, რადგან მეტი რისკია, რომ თქვენი პატარა ქრომოსომული პრობლემით დაიბადოს. ამ პერიოდში გაიმეორეთ სისხლის და შარდის ანალიზი და ჭამას მოუკელით )) თუ ძალიან მოიმატეთ, ეცადეთ კარგი ნუტრიციონისტი ნახოთ, ან ამოიღოთ კვებიდან ყველა ტიპის პურეული.
ისეც ნუ იზამთ რომ ვალები დაიდოთ შოპინგის გამო)) ზომიერად ყველაფერი, პატარა ჯერ არ დაბადებულა, დრო დიდი გაქვთ.
საინტერესოა:
უძილობის პრობლემებმა შეიძლება მესამე ტრიმესტრში შეგაწუხოთ, როდესაც ლამაზ ვეშაპუნიებს დაემსგავსებით))) გაგიჭირდებათ სწორი პოზიციის მოძებნა საწოლში.ეცადეთ ისე დაწვეთ რომ არ დააწვეთ გულის არტერიას, საიდანაც გულს მიეწოდება სისხლი. შეიძლება იგრძნოთ ჰაერის უკმარისობა. მარცხნივ თუ დაწვებით, სიმძიმე არ დააწვება ღვიძლს და სისხლის მიმოქცევა იქნება კარგი. თუ წელის ტკივილი შეგაწუხებთ, სცადეთ ფეხებს შორის ბალიში, ძალიან ეფექტურია.

 


14 კვირა

დედა:
მუცელი უკვე დაგეტყოთ ❤ ახლა უკვე შეუძლებელი იქნება მისი დამალვა, ან რატომ უნდა გვინდოდეს... თან ძალიან ლამაზი ხართ. ღებინება აღარ გაწუხებთ, მადა კარგი გაქვთ, თმა ძალიან მბზინვარეა და კარგადაც გძინავთ. თავს გადასარევად გრძნობთ. ახლა დიეტის დრო არაა, მაგრამ ეცადეთ არ გადაამეტოთ, რადგან ამ პერიოდში ხშირი იქნება კუჭის წვა და შეკრულობა. ეცადეთ ბევრი სეზონური ხილი და ბოსტნეული მიირთვათ.
მკერდი უფრო რბილი და მძიმე ხდება. შეიძლება შეამჩნიოთ ყვითელი გამონადენი მკერდიდან, ეს სითხე იქნება პირველი საკვები თქვენი პატარასთვის, როდესაც დაიბადება. ეს სიგნალია იმის რომ თქვენი მკერდი იწყებს რძის გამომუშავებას.
ყურადღება მიაქციეთ გახშირებულ შარდვას. თუ ამას ემატება სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა წვა შარდვის დროს და ტკივილი, აუცილებლდ მიმართეთ გინეკოლოგს და გაიკეთეთ შარდის ანალიზი. ამ პერიოდში ხშირია შარდის ბუშტის ანთება, ცისტიტი, რომელიც ანტიბიოტიკურ მკურნალობას საჭიროებს, გართულებები და მუცლის მოშლა რომ თავიდან აიცილოთ
ნაყოფი:
მასაც აღარ შეუძლია დამალვა, ძალიან სწრაფად იზრდება. ახლა მისი სიგრძე დაახლოებით 7სმ ია და დაახ. 23გ იწონის. დასრულებული ორგანოები მოქმედებაში ვარჯიშობენ, ამ კვირაში ჩამოყალიბდება ასევე ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს. სახეზე გამოიკვეთნენ ასევე ლოყები და თვალები ნელა ნელა უახლოვდებიან ერთმანეთს. ელენთა უკვე გამოიმუშავებს სისხლის წითელ უჯრედებს.
არ ჩერდება ერთი წამი, მისი მოძრაობები წააგავს თევზისას.
პროგრამა:
მოიქეცით ისე როგორც თქვენი პატარა, იმოძრავეთ !
თავს ნუ დაიღლით მაგრამ ეცადეთ არ ისხდეთ დივანზე მთელი დღე, იარეთ, განსაკუთრებით თუ ამინდი ხელს გიწყობთ.
თუ კიდევ არ გიყიდიათ შესაფერისი ტანისამოსი, შოპინგის დროა. ნუ ჩაიცმევთ მჭიდრო ტანისამოსს, იყიდეთ რამოდენიმე საორსულო კაბა და შარვალი.
საინტერესოა: პატარა ძალიან ბევრ ამნიოტურ წყალს ყლაპავს,რისი გემოც იმის მიხედვით იცვლება, თუ რას მიირთმევთ და ასევე იკვებება იმ ვიტამინებით რაც თქვენი საკვებიდან იგზავნება მასთან. ამიტომ თქვენი პატარას გემოვნება დამოკიდებული იქნება, იმაზე თუ რა გაასინჯეთ მას მუცელში. ეცადეთ ცოტა ცოტა ყველაფერი მიირთვათ, რომ შეეგუოს ყველა ტიპის გემოებს.

 


13 კვირა

დედა:
პირველი ტრიმესტრი გალიეთ როგორც იქნა! გილოცავ...
მეორე ტრიმესტრი კი ყველაზე სასიამოვნო პერიოდია. უკვე აღარ გეშინიათ მუცლის მოშლის და აღარც ღებინება გაწუხებთ, შეგიძლიათ თამამად იყვიროთ რომ ფეხმძიმედ ხართ. ამ პერიოდში არც მუცლის სიმძიმე გაწუხებთ, დატკბით ამ 3 თვით. თავს ძალიან ენერგიულად იგრძნობთ, წესით დაღლილობამ და ძილიანობამ აღარ უნდა შეგაწუხოთ. ხშირად გინდებათ მოშარდვა, იმიტომ რომ საშვილოსნო იზრდება და აწვება შარდის ბუშტს. ცოტა ხანში მუცელი და გვერდები დაგეტყობათ, ეცადეთ კომფორტული ტანისამოსი იხმაროთ და წონას გაუფრთხილდით, ამ ტრიმესტრში დიდი რისკია რომ ძალიან მოიმატოთ. ნორმაა 400გ კვირაში და ეცადეთ ძალიან არ გადაამეტოთ. შეიძლება შეგაწუხოთ კუჭის წვამ და ძმარვამ. ძმარვისთვის სვით ბევრი წყალი და რძე. რძე ანეიტრალებს კუჭის წვენის სიმჟავეს. ღამით ეცადეთ თავი მაღალზე გედოთ.
პატარა:
ახლა მისი სიდიდე ერთი დიდი კრევეტის ზომისაა.. ყველა ორგანო ჩამოყალიბებულია და ეს კვირა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ყალიბდება მონელების სისტემა, თითის ანაბეჭდები და ხმის იოგები. ღვიძლი უკვე გამოიმუშავებს ნაღვლის სითხეს და პანკრეასი ინსულინს.
პატარა იწყებს ამნისტიური სითხის დაგემოვნებას, რისი გემოც იცვლება იმის მიხედვით, თუ რას მიირთმევთ.
უკვე იწყებს თქვენს მოსმენას, ეცადეთ ელაპარაკოთ და უმღეროთ ბევრი...
პროგრამა:
ევროპაში არსებობს მშობიარობის კურსები, სადაც თავს ძალიან მშვიდად იგრძნობთ, რადგან ყველაფერს აგიხსნიან და წარმოდგენა შეგეცვლებათ იმ ისტორიებზე, რასაც თქვენი მეგობრები და ნათესავები გიყვებიან. გიხსნიან ყველანაირ ტექნიკას, კვების, სუნთქვის, ტკივილის გამკლავების და რელაქსაციის საშუალებებს, ვარჯიშს, მუსთერაპიას და ფსიქოლოგიურ განწყობას, წაიყვანეთ ასევე თქვენი პარტნიორები.
საინტერესოა:
ამ პერიოდში გექნებათ პატარა ტკივილები, უეცარი მოძრაობების დროს, რადგან საშვილოსნოს მიბმულობა, მისი სიმძიმის გამო ძალიან მსუბუქია, ამიტომ შეიძლება ტონუსში შევიდეს, მკვეთრი მოძრაობებით. მიიღეთ თბილი წყლის აბაზანა, რომ კუნთები მოდუნდნენ და ეცადეთ ხისტი მოძრაობებისგან თავი შეიკაოთ.

 


12 კვირა

დედა:
ღრმად ამოისუნთქეთ, ამ კვირიდან მუცლის მოშლის რისკი თითქმის 0% ია.
თავს უკეთ გრძნობთ და წონაც შესაბამისად იზრდება.დაახლოებით 1/2 კილო მოიმატეთ ალბათ. შეიძლება შენიშნოთ პიგმენტაცის და კანის ცვლილებები. თუ ჭორფლიანი ხართ, შეიძლება უფრო მეტად გამოგაჩნდეთ.. ასევე ჰორმონებმა შეიძლება გამოიწვიოს პიგმენტური, ნებისმიერი სახის ლაქის გადიდება და არ შეგეშინდეთ. მკერდის თავებიც ძალიან გაგიმუქდებათ. ზოგიერთებს უკვე ეტყობათ შავი ხაზი ჭიპის ქვემოთ ან ზემოთ.
იმიტომ რომ თქვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი სისხლი მიედინება, შეიძლება თავის ტკივილმა და გამონაყარმა შეგაწუხოთ.
ნაყოფი:
ისევ ძალიან სწრაფად იზრდება. ახლა თქვენი პატარა დაახლოებით 5სმ სიგრძისაა, მიუხედავად იმისა რომ ჩასახვიდან სულ რამოდენიმე კვირაა გასული.ორგანოები ყალიბდებიან და ფუნქციონირებას იწყებენ, სახის ნაკვთები უკვე ჩამოყალიბებულია. უკვე ძალიან ბევრი რამ იცის. სიცილი, შუბლის შეკვრა, თითის წოვა, მუშტების შეკვრა, მაჯების და ფეხების ტრიალი.
ეხოსკოპიამ სავარაუდოდ ამ კვირაში უკვე უნდა გითხრათ ბავშვის სქესი.
რეფლექსები უკვე განვითარებულია.. ეზრდება ფრჩხილები და თმები. თქვენი პლაცენტა უკვე საოცრად მუშაობს, რითიც თქვენს პატარას მიეწოდება ჰაერი და საკვები და პატარასგან გამოიდევნება არასაჭირო ნივთიერებები.
პროგრამა:
დროა დაკავდეთ ვარჯიშით, ოღონდ ოლიმპიადებს ნუ მოაწყობთ. ყველაფერი ზომიერად. შეიგიძლიათ იაროთ ბევრი, ცურვაზე ან ნაზ ფიტნესზე ან იოგაზე ჩაეწეროთ, მთავარია რომ იყოს ყველაფერი SOFT. ასევე კარგი მასაჟი , მაგრამ პროფესიონალური.
თავი დაიცავით მზის სხივებისგან, იხმარეთ დამცავი კრემი ზამთარშიც კი, იმიტომ რომ ფეხმძიმობისას გაჩენილი წითელი ლაქები შეიძლება დაგრჩეთ შემდგომშიც.
საინტერესოა:
სალონში სიარული არაა აკრძალული, მაგრამ რჩევაა რომ არ წაისვათ კლასიკური საღებავები, უნდა იყოს რაც შეიძლება ნატურალური, მაგრამ თუ თავს შეიკავებთ ეს 9 თვე უკეთესია. ლამინირება დაშვებულია, თუ კანს არ ეხება საღებავი.


 11 კვირა:

დედა:
ბევრი თქვენგანისთვის ეს კვირა იქნება ფინიშის ხაზი, სადაც ბოლო მოეღება შემაწუხებელ ღებინებას და ცუდად ყოფნას. ახლა შეგიძლიათ დატკბეთ ამ ლამაზი თავგადასავალით. მოგემატებათ ასევე მადა, შეიძლება ძალიანაც, მაგრამ სუნებმა შეიძლება ისევ შეგაწუხოთ. თუ აიწონებით, მიხვდებით რომ მოიმატეთ. პირველ ტრიმესტრში რეკომენდებულია 2, 2/5 კილოს მომატება, მაგრამ თუ ღებინება გაწუხებდათ, შეიძლება დაკლებულიც გქონდეთ.
საშვილოსნო ახლა ნესვს გავს და უკვე შეიძლება შეამჩნიოთ პატარა მუცელიც ❤ გული გამალებით გიცემთ და წნევაც მოიმატებს, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ. შეამჩნევდით რომ ჰორმონები ხელს უწყობს ფრჩხილების და თმის სწრაფ ზრდას.
ნაყოფი:
პატარა 'თავგასიებულია' ))) მისი თავი, მთელი სხეულის ნახევარ სიგრძეს იკავებს. გული, ტვინი, ფილტვები, ღვიძლი, ნაწლავები და თირკმელები უკვე ჩამოყალიბებულია და ფუნქციონირებას იწყებენ. სმენის ორგანოც ჩამოყალიბებულია, მაგრამ პატარას ჯერ კიდევ არ ესმის კარგად. მისი სხეული დაფარულია თხელი კანით. კიდევ ვერ გრძნობთ, იმიტომ რომ ისევ ძალიან პატარაა. შეიძლება ასლოკინებდეს კიდევაც, რადგან პირს აღებს დასამთქნარებლად და წყალი ეყლაპება. ამ პერიოდში ზრდა არის ძალიან სწრაფი.
პროგრამა:
ამ კვირიდან შეგიძლიათ გამოიკვლიოთ nuchal translucency, კისრის ძვლის გამოკვლევა, რომელიც კეთდება ქრომოსომული დარღვევის გამოსარიცხად. კეთდება როგორც სისხლის ანალიზი, ასევე ეხოსკოპია, რომელიც ორიენტირებულია კისრის და ცხვირის ძვლის განვითარებაზე, რათა გამოირიცხოს ქრომოსომული დაავადებები როგორიცაა დაუნი და ტრიზომია 13-18
თუ ანალიზები დადებითია, აუცილებელია გაღრმავდეს გამოკვლევა, რომელიც ისევ სისხლის ანალიზით კეთდება, საიდანაც იღებენ ბავშვის დნმ . ევროპაში ამ ანალიზს ქვია ამნიოსენთეზი ან ვილოსენთეზი.
საინტერესოა:
ფეხმძიმობის დროს აუცილებელია თქვენს ორგანიზმში იყოს დაბალანსებული რკინის, მაგნიუმის და კალციუმის რაოდენობა, რათა კარგად განვითარდეს თქვენი პატარა. ამ საჭირო ვიტანიმებს იპოვით საკვებში. ნუში (მიირთვით მაქსიმუმ 20 მარცვალი დღეში) ლენტიკი, კაკალი და დიეტური პური. კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ძალიან ბევრს შეიცავს ლეღვის ჩირი, ცოცხალი ბოსტნეული, თევზი,კაკალი, ნუში და სეზამი. დღეში მინიმუმ 10წთ იყავით მზეზე, ზამთარშიც კი, მზის სხივები მარტივად გამოგკვებავთ კალციუმით.

 


10 კვირა

დედა:
მივუახლოვდით იმ ფაზას, როდესაც ღებინება და ცუდად ყოფნა მალე ცუდ მოგონებად დარჩება. Hcg რაოდენობა ორგანიზმში ისევ მაღალია, ამიტომ შეიძლება თავი ისევ ცუდად იგრძნოთ, მაგრამ ძალიან მალე დასტაბილირდება და თქვენც თავს უკეთ იგრძნობთ.
შარვლები და ქვედაბოლოები აღარ გეკვრებათ, იმიტომ რომ წელი მრგვალ ფორმას იღებს და შეიძლება რამოდენიმე კილოც მოიმატეთ. შეიძლება იგრძნოთ ხელის და ფეხის გულები ცხელი, ბუნებრივია, იმიტომ რომ თქვენს ორგანიზმში ახლა მეტი სისხლი მოძრაობს.
სულ გწყურიათ? ორგანიზმი მეტ სითხეს მოითხოვს ფეხმძიმობისას.
ხასიათი ისევ ცვალებადი. სიმშვიდედან სიბრაზისკენ და ემოციების უმართაობა, ოჰ ეს ჰორმონები....
ნაყოფი:
სულ პაწია ადამიანია, რომელიც დაახლოებით 3გ იწონის. მისი სიდიდე კი პატარა ლობიოს მარცვალს წააგავს. ვერ გრძნობთ, მაგრამ ძალიან ბევრს მოძრაობს. სახის ნაკვთები უკვე გამოკვეთილია და ყველა ორგანო თავის ადგილასაა, ისღა დარჩა რომ განვითარდნენ. ყველაზე დიდი ორგანო მასაც ღვიძლი აქვს. თმა იწყებს ზრდას, ყალიბდება პულსი და სმენის ორგანო. ხელები და ფეხები აგრძელებენ სიგრძეში ზრდას, მაგრამ გარე სასქესო ორგანოები ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, მაგრამ თუ ბიჭს ელოდებით მისი სათესლე ჯირკვლები უკვე გამოიმუშავებენ ტესტოსტერონს. გულისცემა 180 ითვლის წუთში.
პროგრამა:
პირველი რამ რაც უნდა შეიძინოთ ამ პერიოდში, არის სტრიების საწინააღმდეგო კრემი. თუ ვერ იშოვეთ ძალიან კარგია ნუშის, ჟოჟობას ზეთი, რომელსაც ყოველი დაბანის შემდეგ წაისმევთ მუცელზე, თეძოებზე,მკერდზე, ფეხებზე და დუნდულებზე, სადაც ყველაზე დიდი ალბათობაა მათი გამოჩენის, იცოდეთ რომ თუ გამოჩნდნენ, მერე ვეღარ გაუმკლავდებით, უკვე გაჩენილ სტრიებს არ შველის კრემები, ამიტომ ეცადეთ არ მოადუნოთ ყურადღება და აქედანვე დაიწყეთ მოვლა.
დაიხმარეთ თქვენი პარტნიორი, საღამოს მოსადუნებელი მასაჟი გაგიკეთოთ, რომელიც ძალიან გჭირდებათ. თუ კიდევ არ გიყიდიათ შესაფერისი ლიფი, გეტყვით რომ უკეთესია შეიძინოთ ბამბის, განიერი ბრეტელებით, რადგან მკერდი ძალიან მძიმეა.
საინტერესოა:
აუცილებელია, მოიძიოთ ინფორმაცია ფეხმძიმობის და მშობიარობის შესახებ, რადგან საქართველოში არ არსებობს ოსთეტრია, დარგი, რომელიც ქალების უფასო სწავლებას უზრუნველყოფს, მოგიწევთ მარტომ გაართვათ თავი ინტერნეტის დახმარებით. აუცილებელია იცოდეთ რას ნიშნავს ფეხმძიმობა და როგორ მოვიქცეთ მშბიარობის დროს, ასე ნაკლებს ინერვიულებთ მომავალზე.


 9 კვირა:

დედა:
ჯერ კიდევ არ გეტყობა მუცელი, მაგრამ გრძნობ რომ წელის გარშემოწერილობა შეიცვალა და ღილის შეხსნა გიწევს, გინდა უფრო კომფორტული ტანისამოსის ტარება.მკერდიც ძალიან გაიზარდა, უკვე ყველასთვის შესამჩნევად. ეცადეთ კომფორტული, სპორტული ლიფები შეიძინო.
იფრთხილე, რათა მარტივია გული წაგივიდეს, თუ მოულოდნელ მოძრაობებს გააკეთებ, მაგალითად სწრაფად წამოდგომა, ან ლოგინში გადაბრუნება. მოძარაობები გააკეთე ნელა, რადგან ადვილად ირღვევა წნევა ორგანიზმში ფეხმძიმობის დროს.
დაღლილობა და ცუდად ყოფნა თავს არ განებებს ხომ? დაიხმარე ჭამის დროს ლიმონი და კრეკერები, ეცადე შემწვარი არ ჭამო და როცა შეგიძლია დაიძინო. ამ კვირის ახალი სიპტომი, შეიძლება ცხვირში მოგიჭიროს, არ იქნება ეს გაციების ბრალი, ესაა რინიტი ფეხმძიმობისგან გამოწვეული,ეცადე ნესტიან გარემოში იყო. შეიძლება სისხლიც წაგსკდეს ცხვირიდან და არ ინერვიულო, ყველაფრის მიუხედავად მაინც ყველაზე ლამაზი ხარ ❤
ნაყოფი:
შენი პატარა დაახლოვებით 1გ იწონის და 13/17მმ სიგრძისაა. ასეთი პაწიაა, მაგრამ ჩამოყალიბებული ადამიანის შეხედულება აქვს. თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ემბრიონი. ამ კვირაში უნვითარდება თავის ქალა, რომელიც დაიცავს ტვინს დაზიანებისგან. თვალები დახუჭული აქვს, ქუთუთოები უკვე განუვითარდა, გაეხსნება ასევე ცხვირის ნესტოები. ენა უკვე დაფარულია გემოს რეცეპტორებით და გული ცემს 160/170 წუთში. პლაცენტა უკვე მუშაობს კარგად და ამ კვირის ბოლოს განუვითარდება დიაფრაგმა, რომელიც დაეხმარება სუნთქვაში.
ამ კვირაში თუ გაიკეთებ ეხოსკოპიას, შეიძლება გამოიჭირო თითის წოვის დროს ❤
პროგრამა:
აკონტროლე წნევა და წონა აუცილებლად. შესაძლოა ცოტა მოიმატო, რომელიც გამოწვეული იქნება ორგანიზმში წყლის შეკავებით, მაგრამ ნუ მისცემ თავს უფლებას, რომ ძალიან ბევრი ჭამო. ეცადე მიირთვა დიეტური საკვები, ცოცხალი ბოსტნეული, თუ შეკრულობა გაწუხებთ და ყურადღება მიაქციე შარდვის პრობლემებს, წვა შარდვის დროს, ტკივილი, შეიძლება რომ რამე ინფექცია აღმოგაჩნდეთ.თუ არ მიაქცევ ყურადღებას, შეიძლება მუცლის მოშლა გამოიწვიოს. სვით ძალიან ბევრი წყალი.
საინტერესოა:
ახლა თავისუფლად შეგიძლიათ გააგებინოთ ყველას ფეხმძიმობის შესახებ, რადგან ბავშვის დაკარგვის შანსი ძალიან პატარაა... გილოცავ
წყარო: imamma

      


8 კვირა:

დედა:
ახლა თქვენი საშვილოსნო გავს ერთ დიდ ფორთოხალს და აწვება შარდის ბუშტს, ამიტომ შეიძლება გაგიხშირდეთ შარდვის შეგრძნება.თქვენი მკერდი იზრდება და შეიძლება იგრძნოთ დაბუჟება ან ჭიანჭველები, ასევე თეთრი წერტილები კერტებზე, არ შეგეშინდეთ, მორტგომერის წანაზარდებს ეძახიან. პაწია ჯირკვლებია, რომლებმაც შეიძლება მოყვითალო სითხეც დაკარგონ.
უკვე შეატყეთ რომ საკვები, რომელზეც გიჟდებოდით, ახლოსაც ვერ მიდიხართ? ან პირიქით საკვები რომელიც გძულდათ ახლა გემრიელად მიირთმევთ? ესაა ჩასახვის ტიპიური სიმპტომები. ასევე ალკოჰოლურმა სასმელმა და სიგარეტის გამონაბოლქვმაც შეიძლება შეგაწუხოთ, ასე ჯობია, იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ნაყოფის განვითარებაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
ნაყოფი:
წარმოიდგინეთ არახისის მარცვალი, თქვენი პატარა ახლა ზუსტად არახისის სიდიდისაა და ძალიან სწრაფად ვითარდება. ნუ იმოქმედებთ ისე, რომ დააზიანოთ ან ხელი შეუშალოთ მის ზრდას. უკვე უნვითარდება სასქესო ორგანო, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა სქესის გაგებამდე. ნელა ნელა ვითარდებიან ფილტვები და სისხლძარღვები ტვინის გარშემოც. თავი ისევ ძალიან დიდია ტანთან შედარებით. თვალის ჭრილები დაფარულია აპკით, რომელიც შემდგომში ქუთუთოებად გადაიქცევიან. იცით რომ თვალის ირისი უკვე ფერადია?
პროგრამა:
იმასთან ერთად რომ საკუთარ თავზე იფიქროთ, დაისვენოთ და სწორად იკვებოთ, აუცილებელია მოემზადოთ ანალიზებისთვის. თუ 45 წლამდე ბრძანდებით ან ოჯახში გაქვთ ქრომოსომული დაავადებები, გირჩევთ გაიკეთოთ ამნიოცენტეზური გამოკვლევა, რომელიც გეტყვით ნაყოფის შესაძლო ქრომოსომულ დარღვევებზე და არამარტო... ანალიზი კეთდება როგორც სისხლით, ასევე ამნიოტური წყლით, რომელსაც საშვილოსნოდან იღებენ. ალბათ გსმენიათ რომ ეს ანალიზები ძალიან სანდოა, მაგრამ ამაღლებს აბორტის რისკს. შეიძლება რომ მუცელი მოგეშალოთ, მაგრამ ამისი პროცენტულობა ძალიან დაბალია.
საინტერესოა: ხან მომავალი მამები ფეხმძიმობის პერიოდში, თავს გარიყულად გრძნობენ ხოლმე, იმიტომ რომ მთელი ინტერესი თქვენზეა გადმორთული. ეცადეთ რომ შექმნათ გარემო იმის, რომ თქვენმა მეუღლემაც მონაწილეობა მიიღოს ამ ლამაზ თავგადასავალში, აგრძნობინეთ რომ მათი როლი ძალიან დიდია ამ პერიოდში. როგორ? როგორ და მაგალითად ძალიან დაღლილი როცა ხართ ვახშამი მათ მოამზადონ))) ხუმრობის გარეშე ❤

 


7 კვირა

თავს როგორ გრძნობ?
ძალიან მალე ბრაზდები? ყველაფერზე გეტირება? ხშირად გერევა გული? დამშვიდდი, ყველაფერი ნორმაშია. ღებინების დასაძლევად ცადე, გაზიანი წყალი რამდენიმე წვეთი ლიმონით, მარილიანი კრეკერები, სუხარი, მშრალი პეჩენიები, ან სულაც დაელოდე რომ გაიაროს თავისით. შენი პატარა ძალიან სწრაფად ვითარდება. დაახლოებით 4-6მმ სიგრძისაა, მსხლის კურკის ხელა. ძალიან ბევრს ცურავს და მოძრაობს.ამ კვირაში იწყებს გული ფეთქვას, აქვს ასევე სარტყელები, რომლებიც მალე ხელებად და ფეხებად გადაიქცევიან.
დედა:
ფიქრობდი რომ შეუძლებელი იყო, მაგრამ ღებინება უფრო გაუსაძლისი გახდა.ამ კვირაში ჰორმონი beta-Hcg მიაღწია პიკს და მისი დამსახურებაა თქვენი ცუდად ყოფნა. გახსოვდეს, რომ არ იყო მშიერი და კარგად იკვებო. მიირთვი მშრალი საკვები, პური, კრეკერები, რომ არ გააღიზიანოს თქვენი მდგომარეობა.
შეატყობთ თავს ნელა-ნელა როგორც ხასიათის, ასევე ფიზიკურ ცვლილებებს.შეგეცვლებათ მგრძნობელობა სუნებზე. სავარაუდოდ გაგიგრძელდება დაღლილობის შეგრძნება, ან კიდევ პირიქით უძილობა. არ დაიღალო, რადგან გული ადვილად იღლება ფეხმძიმობისას. მკერდის თავები იზრდება და ფერიც უფრო მუქი აქვს.
ყურადღება მიაქციე გამონადენს, შეიძლება გახშირდეს და არის სრულიად ნორმალური, მაგრამ აუცილებლად დააკვირდი ფერს და რაოდენობას. თუ ძალიან მოჭარბებულია და თან არაა თეთრი, აუცილებლად დაუკავშირდი გინეკოლოგს.
ნაყოფი:
ამ კვირიდან შენ და შენი პატარა ერთმანეთს უკავშირდებით პლაცენტით.ემბრიონის ზომაა დაახ. 7-10მმ და ფეხები და ხელები უკვე ჩანს. ამ კვირიდან ძვლები იწყებენ ფორმირებას და აუცილებელია იკვებო სწორად, რათა ხელი შეუწყო ამ პროცესს.თავის ქალა იწყებს განვითარებას, ისევე როგორც თირკმელები, პანკრეასი და ასევე კბილის სარტყელებიც.
პროგრამა:
იკვებე სწორად და ჯანმრთელად, რადგან აუცილებელია შენთვის და შენი პატარასთვის. არ გადაამეტო. შეიძლება გაუარესდეს მდგომარეობა ამ პეროდში, მაგრამ შეიძლება ადვილადაც გასუქდეთ. როგორ აპირებთ 23 კილოს დაკლებას მშბიარობის შემდეგ? ეცადეთ მაქსიმალურად მოიმატოთ 9-10 კილო.მარტივად იმშობიარებთ და მალეც დაიკლებთ. არ მიიღოთ არანაირი წამალი, ექიმის გარეშე. ნებისმიერი სახის წამალი, შეეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნებას მოგცემთ თქვენი ექიმი.
რჩევები:
ფეხმძიმობამდე,სისხლის ნაკადის გავლენა საშვილოსნოში იყო 2%, პირველი ტრიმესტრის დამთავრებისას კი მისი რეაგირება გაზრდება 25% ით. აუცილებელია სისხლის მიმოქცევა იყოს დარეგულირებული ორგანიზმში, თავიდან რომ ავიცილოთ ფეხების დასიება, რომელიც ძალიან ხშირია ფეხმძიმობისას.
წყარო: imamma

     


6 კვირა

უკვე გააფრთხილე შენი მეუღლე რომ არავის უთხრას ფეხმძიმობის შესახებ? შენ კი ჯერ არავისთვის გითქვია ხომ?))))) მხოლოდ ახლო მეგობრებს?
დაღლილობას ამ პერიოდში იწვევს ჰორმონი პროგესტერონი, დამამშვიდებელი ჰორმონი. ანუ რა უნდა გავაკეთოთ, უნდა დავისვენოთ რაც შეიძლება მეტი.
შენი პატარა ჯერ კიდევ პაწიაა, თითქმის შეუმჩნეველი, დაახლოებით ვაშლის კურკის ხელა. დაყოფილია სამ ფენად, ენდოთერმული მეზოდერმული და ლექტოდერმინულ ფენებად, რომლებიც იმუშავებენ შენი პატარას ორგანოების და ქსოვილების შექმნაზე. ამ კვირიდან პლაცენტა უკვე გააქტიურებულია და აწვდის შენს პატარას საჭირო ნივთიერებებს. შოპინგის დროა. შეიძლება მკერდის ტკივილმა შეგაწუხოთ, ცადეთ აუცილებლად სპორტული ლიფები, ძალიან კომფორტულია.
დედა:
უკვე ნახევარი თვის ხარ და ნელა ნელა აცნობიერებ, რა ხდება შენს თავს. თავს ცუდად გრძნობ? ბუნებრივია, ისევე როგორც არ გქონდეს არანაირი სიმპტომი( იღბლიანი დედა)დაღლილობა შეიძლება გაგიმძაფრდეთ, ღებინებამ ჯერ კიდევ არ გაგიარათ. (ორსულების 70% აწუხებს ღებინება) ორგანიზმი გამოყოფს დიდი რაოდენობით ნერწყვს. არ დაგავიწყდეთ მიიღოთ ფოლიუმის მჟავა.
შეიძლება ამ პერიოდში თავი იჩინოს თეთრმა ვაგინალურმა გამონადენმა. გინეკოლოგი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს, მათ შორის ანალიზს წითელა-წითურაზე, დიაბეტზე და სხვა დაავადებებზე, რომლებიც საშიშია თქვენი პატარასთვის.
ნაყოფი:
შენ ვერ გრძნობ, მაგრამ შენი პატარა ძალიან ბევრს მოძრაობს, ჯერ კიდევ დიდი სივრცე აქვს ამისთვის. ემბრიონი დაახლოებით 4-6მმ სიგრძისაა და ძალიან გავს ფორმით ბარდას. უკვე გამოიკვეთა თვალის, ყურის და ცხვირის ღრმულები. ხელები და ფეხები ჯერ კიდევ ბრტყელია და ტვინი ძალიან დიდი სისწრაფით ვითარდება, ამიტომაა ემბრიონის თავი არაპროპორციულად დიდი ტანთან შედარებით. გული გამალებით ცემს, წუთში 150 დარტყმა.
პროგრამა:
პირველი ეხოსკოპიის დროა, სადაც როგორც იქნა შენს პატარას დაინახავ, ერთი სული გქონდა ხომ? პირველი შეხვედრა შენს პატარასთან. ძირითადად ამ ასაკში ვაგინალური ეხოსკოპია კეთდება, სადაც ჩანს ემბრიონი და შესაძლებელია გულისცემის მოსმენა. ხშირად ესეც არაა შესაძლებელი ამ ასაკში, რადგან შეიძლება ჩასახვა მოხდა ცოტა გვაინ და მაშასადამე ფეხმძიმობაც, ამიტომ არაფრის შეგეშინდეთ. კითხეთ ყველაფერი თქვენს გინეკოლოგს, რაც გაწუხებთ, თქვენი სიმშვიდისთვის, ამისთვისაა თქვენს განკარგულებაში.
რჩევები:
იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ კატები არიან ტოქსოპლაზმის( დაავადება, რომელიც იწვევს ნაყოფის დეფორმაციას) გადამტანები, თუ არ გაქვთ გადატანილი, რომელიც ანალიზებში გამოჩნდება, ეცადეთ იფრთხილოთ. თუ სახლში გყავთ კატა, ეცადეთ ამ 9 თვის მანძილზე სხვას დაასუფთავებინოთ მისი ნივთები და დისტანცია დაიჭიროთ. ასევე რეკომენდებულია საქონლის ხორცი, კარგად მოხარშული, რადგან უმი ხორციც შეიძლება იყოს ტოქსოპლაზმის მატარებელი, ასევე ბოსტნეული და ხილი, რომელიც ძალიან კარგად უნდა გარეცხოთ ყოველ ჯერზე.
დღეს შესაძლებელია თქვენი პატარას ღეროვანი უჯრედების შენახვა, რომელსაც იღებენ ჭიპლარიდან. არსებობს სპეციალური ბანკები, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ,რომელიც თქვენი ოჯახის გარანტია იქნება.
წყარო: imamma

    


5 კვირა:

დედა:
მაშ ასე! ყოველთვის პუნქტუალური იყავით და საათივით აწყობილი ციკლი გქონდათ და ახლა ორი- სამი დღე დაგიგივიანდათ? შეგიძლიათ იყიდოთ ტესტი!
თუ ფეხმძიმედ ხართ, ჰორმონი Hcg- ის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და აუცილებლად დადებითს აჩვენებს.
გილოცავთ!
საშვილოსნო განაგრძობს დარბილებას და არ შეგეშინდეთ თუ სისხლიანი გამონადენი შენიშნეთ. შეიძლება გამოწვეული იყოს ემბრიონის საშვილოსნოზე მიმაგრებისგან, (ინპლანტაციისგან)
სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან ბევრნაირი და ყველა ქალზე სხვადასხვანაირად ვლინდება. ბევრისთვის არაფერი იცვლება, ზოგს შეიძლება ძილიანობა ქონდეს, ზოგს ღებინება, დაღლილობა, მკერდის ტკივილი, მოჭარბებული ნერწყვი, გაძლიერებული მგრძნობელობა სუნებზე, შეკრულობა.
ბავშვი:
უკვე "რაღაც" ქვია ))) უმცირესი ნაწილაკი ჩვენს კვერცხუჯრედში, რომელიც ახლახანს ჩამოყალიბდა. ნელა-ნელა გახდება უფრო შესამჩნევი და სულ მალე ჩამოყალიბდებიან ე.წ. სანაყოფო გარსები, შემდეგ კი გარდაიქმნებიან ბლასტულად. უკვე უყალიბდება ემბრიონს მისი პაწია ორგანოები... ❤
საქმიანობა:
პირველი რაც უნდა გააკეთოთ, დაუკავშირდით თქვენს გინეკოლოგს. თუ ჯერ არ გყავთ დროა აარჩიოთ სანდო და პროფესიონალი გინეკოლოგი, რომელიც გააკონტროლებს თქვენს ფეხმძიმობას..
გააკონტროლეთ კვების რაციონი. ეცადეთ ამოიღოთ კვებიდან გრძელვადიანი კონსერვები, საქონლის ხორცი, უმი ბოსტნეული და გასაფრცქვნელი ხილი. კარგად და საგულდაგულოდ რეცხეთ ყველაფერი.
სვით ბევრი წყალი და 0 % ალკოჰოლი.
ფოლიუმის მჟავა ნუ გადავიწყდებათ , აუცილებელია შენი პატარას სწორი განვითარებისთვის.
საინტერესოა:
ტესტი რეკომენდებულია გაიკეთოთ პირველი შარდით. თუ შეუძლებელია, მაშინ ეცადეთ 4 საათი არ მოშარდოთ და შემდეგ გაიკეთოთ ტესტი. Hcg-ის რაოდენობა რაც მეტი იქნება შარდში, მით მეტი ალბათობა იქნება რომ ტესტი იყოს დადებითი.


 4 კვირა:

დედა:
შეიძლება უკვე ფეხმძიმედ ხართ! ცოტაც მოიცადეთ და შეგიძლიათ ტესტი გაიკეთოთ... ამ პერიოდში დაბალი ალბათობაა რომ ტესტმა აჩვენოს დადებითი, რადგან ჰორმონ Hcg -ის მაჩვენებელი არის დაბალი, ამიტომ თუ ტესტმა აჩვენა უარყოფითი, გული არ დაგწყდეთ, დაელოდეთ ცოტა ხანს.
ბავშვი:
შედგა კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შეხვედრა! (ან ცოტაღა უკლია)
რომელიც მალე გარდაიქმნება ზიგოტად. განაყოფიერება ხდება მილში, შემდეგ კი ზიგოტა გადავარდება საშვილოსნოს ღრუში და მოხდება მისი ინპლანტაცია. ჩასახვიდან მაქსიმუმ 72სთ შემდეგ. მიმაგრებიდან 5 დღეში დაიწყება ჰორმონის Hcg - ის გამომუშავება, რომელიც ფეხმძიმობას დაადასტურებს.
საქმიანობა:
ვიცი რომ ბევრჯერ გადადეთ კბილის ექიმთან ვიზიტი. ახლა ზუსტად დროა დაიკონტროლოთ რაიმე პრობლემა ხომ არაა პროცესში, რომელთა მკურნალობა ფეხმძიმობის პერიოდში არაა რეკომენდებული და შეიძლება ძალიან შეგაწუხოთ.
საინტერესოა:
არიან ქალები, რომლებიც ადრევე გრძნობენ ფეხმძიმობას. თუ ამ ტიპის ქალებს მიეკუთვნებით, ამ კვირას შეიძლება იგრძნოთ რაიმე სიმპტომი. მაგ:
უცნაური შეგრძნებები, დაღლილობა, ღებინება , გაღიზიანება. ყველა შემთხვევაში ნუ მოუსმენთ იმას, რასაც მეგობრები და ნათესავები გიყვებიან. ყველა ფეხმძიმობა თავისებურად განსხვავებულია.

 


3 კვირა:

დედა:

კვერცხუჯრედმა უკვე გამოყო ზიგოტა, რომელიც შემდეგ გადასროლილი იქნება საშვილოსნოს ღრუში, სადაც მოხდება მისი მიტოზური დაყოფა და ბოლოს მრავალუჯრედიანი ემბრიონის ჩამოყალიბება... შეიძლება შენიშნოთ თეთრი გამჭვირვალე გამონადენი, რადგან საშვილოსნო ემზადება ახალი სიცოცხლის დასახვედრად, რათა შეუქმნას თქვენს პატარას ფუმფულა და კომფორტული გარემო.

ნაყოფი:
ყველაფერი მზადაა! ამ დღეებში (14/16 დღეს) კვერცხუჯრედი მზად იქნება განაყოფიერებისთვის. დიდი სასწაული ახლოსაა.

საქმიანობა:
ყველაზე მთავარი დაკავდით პარტნიორთან სექსით.ეს კვირა იდეალურია თუ გადაწყვიტეთ შვილის ყოლა, რადგან ოვულაციის პროცესში იმყოფებით. მეორე მთავარი რამ, ეცადეთ ცხოვრების სტილი შეიცვალოთ და სწორ და ჯანსაღს დაუბრუნდეთ. არა ალკოჰოლს და სიგარეტს, დიახ ვარჯიშს, სიარულს და ჯანსაღ კვებას. ჩასახვის პერიოდშიც რეკომენდებულია მიიღოთ ფოლიუმის მჟავა.

საინტერესოა:
კარგი იქნება თუ გაიკეთებთ ანალიზებს თქვენ და თქვენი პარტნიორი, რათა გამორიცხოთ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას (მაგ: წითელა, IGG( ჰერპესი) ტოქსოპლაზმოზი)

 


1 კვირა


დედა:
ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ შენი თავგადასავალი დედობისკენ, ჩასახვის პირველი დღიდან, შენი ბოლო მენსტრუაციული ციკლის ბოლო დღიდან დაიწყო... 40 თავგადასავლებით სავსე კვირის ათვლა, სწორედ ამ დღიდან იწყება და არა საორსულო ტესტის გაკეთების შემდეგ... ვიცი რთული ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ნახავ რომ სულაც არაა ასე. ბოლო მენსტრუაციული ციკლის ბოლო დღე დასჭირდება თქვენს გინეკოლოგს, რათა გამოითვალოს 280 დღე ფეხმძიმობის დასრულებამდე, ამიტომ ეცადეთ იქონიოთ თქვენი ყოველთვიური კალენდარი...

ფეხმძიმობის პირველ კვირას განსაკუთრებული არაფერი არ ხდება თქვენს ორგანიზმში. კვერცხუჯრედი განაყოფიერებას დაიწყებს 14- ე დღეს, ანუ ახლა ემბრიონი ჯერ არ არსებობს...

ბავშვი:
ამ ეტაპზე პატარა ჯერ არ არსებობს, აუცილებელია დაველოდოთ კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრას... ეს ორი პატარა სხეული იქნებიან მთავარი მონაწილეები, ახალი სასწაულის შექმნაში, რასაც ქვია "სიცოცხლე"

საქმიანობა:
თუ ჯერ კიდევ არ მიგიღია ფოლიუმის მჟავა, დაიწყე ახლა... ფოლიუმის მჟავა არის აუცილებელი ვიტამინი, რომელიც თქვენი პატარას ძვლოვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს და ასევე თავიდან ააცილებს ბევრ მძიმე დაავადებებს...
აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენს გინეკოლოგს ამ თემაზე. ევროპაში ყველა ფეხმძიმე იღებს ფოლიუმის მჟავას პირველი სამი თვე და ასევე დამატებით ინტეგრატორებს, ხოლო თუ გადაწყვეტთ ძუძუთი კვებას, იმტეგრატორების გაგრძელება მაშინაც მოგიწევთ.

საინტერესოა:
ყველას ეშლება გესტაციური ასაკი, გრავიდულ ასაკთან, რომლის დროსაც ხდება ჩასახვა. თქვენ პირველ კვირას იმყოფებით გესტაციურ ასაკში...

ვისწავლოთ შეცდომებზე: შეცდომის აღმოჩენა

 ბავშვის განათლება ნიშნავს იმას, რომ მას დრო უნდა მისცეთ იმის გასარკვევად, რომ შეცდომები სწავლისთვის აუცილებელია: ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია დაშავების შიში დათრგუნოთ და არ ეცადოთ  მისი გამოსწორება მანამ, სანამ არ გააცნობიერებს რას აკეთებს.

ელენა რავაცოლო- პედაგოგი

 

1. დამეხმარე რომ მარტომ გავაკეთო
2. კონკრეტულიდან აბსტრაქტულამდე
3. შეშლა და კიდევ ცდა
4. როგორ ჩავერიოთ
5. ისწავლე მარტომ

ჯოვანი ცდილობს კიბეზე მარტო ჩასვლას, მამამ ეს შეამჩნია და გული ყელში მოებჯინა, ჩქარა ჩაირბინა კიბეები, მიუახლოვდა და უთხრა: «გინდა ჩახვიდე? საშიშია, მე ჩაგიყვან ». შემდეგ მშობელი იყვანს ბავშვს და მიჰყავს  ქვემოთ. ცოტა ხნის შემდეგ, ჯოვანი ცდილობს გადალახოს დაბრკოლება და უბრუნდება კიბეებს, მაგრამ მამას სწრაფად გაჰყავს საშიში ზონიდან და ამასთანავე, ავტონომიისკენ მიმავალი გზიდანაც...
როდესაც ბავშვი მიუახლოვდება კიბეს, სინამდვილეში, მშობლის ამოცანაა დაეხმაროს მას ჩამოსვლაში, აჩვენოს, თუ როგორ უნდა აიცილოს დაზიანება (ნებისმიერ მსგავს სიტუაციებში): მათ შუძლიათ ჩამოვიდნენ ჯდომით ან დაიხმარონ ხელებიც, ზრდასრულის მოვალეობაა, იყოს მის გვერდში, როგორც სიტუაციის მცველი, რომ აკონტროლოს ბავშვის უსაფრთხოება....
1.დამეხმარე რომ მარტო გავაკეთო
”ეფექტური პედაგოგიური ქმედება უნდა იყოს გამიზნული ბავშვების ავტონომიაზე, იმაზე თუ როგორ მოვახდინოთ სტიმულირება მათი ავტონომიის. იმ გზებზე, რომლებიც მათ მიიყვანს დამოუკიდებელ აზროვნებამდე. რომ არ მივიღოთ ჯამში მათი უუნარობა და მერე მუდმივად არ გვდონ ბრალი მშობლებს. საკმარისია ავტონომიური აზროვნება, იცოდნენ როგორ აწონ-დაწონონ  საკუთარი შესაძლებლობები”, - წერს მარია მონტესორი. "დაეხმარეთ მათ ისწავლონ დაუხმარებლად სიარული, სირბილი, ხტომა და კიბეებზე ჩასვლა, ჩამოვარდნილი საგნების აღება, ლაპარაკი, რომ ნათლად გამოხატონ თავიანთი საჭიროებები, შეეცადონ მიაღწიონ თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებას, ესაა აღზარდო "დამოუკიდებელი"
ავტონომიის კონცეფცია, რომელიც მონტესორისთვის ასე ძვირფასია, გამოხატულია გამოთქმაში "დამეხმარე, რომ მარტომ გავაკეთო", რომელშიც "დამეხმარე" არ ნიშნავს "ჩამანაცვლე", არამედ "მე უნდა ვიცოდე, რომ ჩემ გვერდით ხარ. რადგან მარტო მე არ შემიძლია საკუთარი თავის აღზრდა; აღზრდა დიალოგია, დამეხმარე ამის მარტო გაკეთებაში, რადგან ვერავინ გააკეთებს ჩემთვის ”.

2. კონკრეტულიდან აბსტრაქტულამდე
რომელია ის ნაბიჯები, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს ისწავლოს როგორ აკეთოს საქმე? ნეირობიოლოგი და UPPA- ს ავტორი ალბერტო ოლივერიო წერს: ”ცერებრალური წრეების სტრუქტურა ასევე დამოკიდებულია გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ ადრეული ასაკიდან მივიღეთ: კარგად შემუშავებულმა სტიმულაციამ შეიძლება მოახდინოს ფუნქციების, მათ შორის ნერვული სტრუქტურის ცვლილებები ”. ასე რომ, საქმის გაკეთება ხელს უწყობს შესაძლებლობების განვითარებას, ხოლო ამის პრევენცია ან წინასწარ განსაზღვრა გამორიცხავს მას. თავად ავტორი დასძენს: ”დაკვირვებისა და მოტორული მოქმედების შედეგად მიაღწევს ბავშვი კონკრეტულ სწავლებას, რომელიც, თანდათანობით, აბსტრაქტულ ცნებებად გადაიქცევა”. ბავშვს ამისთვის სჭირდება  აღმოაჩინოს, შეიცნოს და  შეეხოს. შემდეგ ყველა ეს საქმიანობა აუცილებლად გადადის მოძრაობაში, ნელა ნელა უმჯობესდება და უფრო უსაფრთხო ხდება, თუ ბავშვს ამისი შესაძლებლობა აქვს, რომ შეცდომები დაუშვას და შეიცნოს საკუთარი თავი და სამყარო.

3. შეშლა და კიდევ ცდა
ავიღოთ კიდევ ერთი მაგალითი: ჯონი ცდილობს დაისხას წყალი ჭიქაში; მას არაერთხელ უნახავს მშობლები ამას როგორ აკეთებენ და ახლა მასაც სურს სცადოს. მოზრდილისთვის ადვილია ამ ქმედების ეპილოგის დანახვა. ამრიგად, მშობელი დაუყოვნებლივ მზად არის ამის გამოსასწორებლად, ხელს უშლის ბავშვს საკუთარი ექსპერიმენტების ჩატარებაში.
უპირველეს ყოვლისა, ბავშვს, რომელსაც ჯერ არ დაუმთავრებია მცდელობა, არ ესმის, თუ სად დგას პრობლემა: სიტყვები გამოსწორებასთან ერთად უსარგებლოა, რადგან ბავშვს არ დაუსრულებია თავისი მოქმედება და არ იცის სადაა პრობლემა. . უფრო მეტიც, ზრდასრული ადამიანის დამოკიდებულება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში საყვედურია, და მას აფიქრებინებს რომ ის, რასაც აკეთებდა, არ უნდა გაემეორებინა, ან სულაც არ უნდა ეცადა. ამიტომ ბავშვის გონებიდან ამოვიღეთ ისეთი სტიმული, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი ყოფილიყო. თუ ეს ქმედება მეორდება ყველა სიტუაციაში, მესიჯი, რომელიც აღწევს ბავშვში, არის ის, რომ უმჯობესია არ შეეცადოს რაიმეს გაკეთება: ეს საფრთხეს უქმნის სამყაროს ძიებას და, შესაბამისად, ავტონომიას.

4. როგორ ჩავერიოთ
როდესაც ჯოვანი ცდილობს წყლის დაღვრას, მშობელი უნდა მიუახლოვდეს და დაეხმაროს მის ქმედებას სიტყვებით: ”აიღე ბოთლი ორივე ხელით, ნელა ასწიე, მიიტანე ჭიქასთან და დაასხი. დააკვირდი ჭიქას, რომ როცა გაივსება აწიო ბოთლი თავის დროზე ». ამ გზით ის ჯოვანის მისცემს შესაძლებლობას, რომ მარტომ იმოქმედოს.  ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას დაეხმარებით სირთულის დაძლევაში. თუკი ჯოვანის წყალი დაეღვრება მაგიდაზე, მშობელმა უნდა მისცეს მას ღრუბელი და თავად ბავშვს გააწმენდინოს მაგიდა, ყველანაირი ტრაგედიის გარეშე, რომ მან  თითქოსდა დიდი შეცდომა დაუშვა. მხოლოდ ასე გაიგებს ბავშვი, რომ შემდგომში უფრო ფრთხილად უნდა იყოს.
მონტესორის პედაგოგი და UPPA- ს ავტორი ანალიზა პერინო, თავის წიგნში "აქ ცხოვრობს ბავშვი" წერს: "სამწუხაროდ, ბავშვებს ხშირად უჭირთ ზუსტად განსაზღვრონ  ადგილი, მომენტი და ქმედება, ეს კი მოზარდის თვალში  შეიძლება გარდაიქმნას  კატასტროფაში ». ზრდასრულმა, რომელსაც სურვილი აქვს რომ აღზარდოს , უნდა იყოს მზად უპირველეს ყოვლისა, შეცდომების გამოსწორებისთვის, საყვედურის მორევში ჩავარდნის გარეშე, რაც თავის მხრივ იწვევს გაღიზიანების ჯაჭვს და სიჯიუტეს". სინამდვილეში, სიჯიუტე არის გზა, რომლითაც ბავშვი გამოხატავს, რომ მას არ ესმის თუ რაზე ეჩხუბებით ან საყვედურობთ.
ჯოვანის მშობელს, იმის ნაცვლად, რომ ღრუბელი მიეცა წყლის მოსაწმენდად, გაბრაზებულიყო და ეთქვა " ეს რა ჩაიდინე, ახლა მე უნდა დავდგე და ვწმინდო შენი დაღვრილი!", ბავშვი ალბათ ტირილს დაიწყებდა, იქნებოდა იმედგაცრუებული და გაბრაზებული, ნაცვლად იმისა, რომ კმაყოფილება ეგრძნო იმის გამო, რომ რაღაც ახალი გააკეთა და უბრალოდ შესწორების შეტანა შეგეძლოთ.

5. ისწავლე მარტომ
შევეცადოთ წარმოვიდგნოთ ჯოვანი პირველ კლასში, როდესაც საშინაო დავალების შესრულებისას ის აკეთებს თავის პირველ დამოუკიდებელ მცდელობებს. ბავშვი იწყებს ფანქრით წერას და მშობელი ხვდება, სანამ ბავშვი რიცხვს სრულად  დაწერს, რომ შედეგი არასწორია. მშობელი საშლელით დაუყოვნებლივ შლის ნახევრად დაწერილ ციფრს. ბავშვის რეაქცია: ჯოვანი სწევს თავს და მისი გამომეტყველება ამბობს: ”რა გავაკეთე? ჯერ არ დამიმთავრებია წერა, რატომ შლი? ».
მეორეს მხრივ, თუ მშობელი დაელოდება სავარჯიშოს დასრულებას და ურჩევს, რომ  შეამოწმოს შედეგი, შეიძლება ჯოვანიმ თავად აღმოაჩინოს თავისი შეცდომა და გამოასწოროს: მშობლის ამოცანაა იქ ყოფნა, აჩვენოს ბავშვს როგორ იმოქმედოს და როგორ გამოასწოროს დაშვებული შეცდომა. 
არავინ დაბადებულა ყველაფრის მცოდნე, მხოლოდ თქვენი დახმარებით  და სწორი მიდგომით შეუძლია ბავშვს, რომ ეცადოს - და კიდევ ეცადოს უშიშრად- სანამ მას არ დაინახავთ შედეგით კმაყოფილს, რომ ისწავლა მარტომ.

წყარო: uppa.it

ბროკოლის კატლეტები უსწრაფესი, უჯანსაღესი და უგემრიელესი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. 200გ ბროკოლი 100გ საფანელი 1 კვერცხი 50გ პარმეზანი...